ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იაპონელი სპეციალისტები არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციით, არამედ კარგი ფანტაზიითაც გამოირჩევიან, მაგალითად ინჟინერთა ჯგუფმა კომპანია Four Link Systems-იდან წარმოადგინა პირველი მის ტიპში ელექტრო ავტომობილი-ტრანსფორმერი, რომელიც შეიქმნა ცნობილი ანიმეს Gundam-ის მხატვრის კუნიო ოკავარიოს მიერ. Earth-1 გადის საბოლოო გამოცდებს, რის შემდგომაც დაიწყება მასიური წარმოება ელექტრო ავტომობილი-ტრანსფორმერის. ავტომობილის ფასი ამჟამად 70 000 აშშ დოლარია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Atieva წარმატებით ქმნიდა აკუმულატორებს ელექტრომობილებისთვის, შემდგომ კი წარმოადგინა ელექტრო ფურგონი Edna, რომელმაც აჯობა Tesla Model S-ის და სხვა ელექტრო ავტომობილების ბრენდებს. ფურგონის სახელი კომპანიამ შეცვალა Lucid Motors-ით და ახალი ელექტრო ავტომობილის წარმოება დაიწყო, რომელიც ლოს-ანჯელესის გამოფენაზე წარმოადგინეს Lucid Air სახელი მისი 0-დან 100-მდე 2,5 წამში აჩქარების გამო შეირჩა, შეუძლია 1 დატენვით 650 კილომეტრის გავლა. Lucid Air გაყიდვების დაწყებას 2019 წლისთვის აპირებს და საბაზისო პაკეტის ავტომობილის ღირებულება 160 000 დოლარი იქნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბიუჯეტური მოდელ 3-ის წარმოებას კომპანია ტესლა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აპირებდა, ინჰაბიტიტის საიტზე ინფორმაციას თუ დავუჯერებთ მისი წარმოება თვის ბოლოს თებერვალში დაიწყება, ეს სერიულ წარმოებას არ ნიშნავს ჯერ მხოლოდ გამოფენებისთვის და ტესტ დრაივისთვის წარმოება იგეგმება, შეფასდება კონსტრუქციის სიმაგრე და რეალურ პირობებშ მოხდება ტესტირება, კონვეირსე გამოსვლის ვადები ჯერ უცნობია, წარმოება კალიფორნიის ტესლას ქარხანაში დაიწყება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Tesla Model S P100DL-მა სერიულ ავტომობილებს შორის 0-დან 100 კმსთ-მდე ყველაზე სწრაფი მაჩვენებელი აჩვენა და რეკორდი დაამყარა 2.28 წამი მაჩვენებლით. ის პორშე 911- ტურბო ს-ზე, ლამბორჯინი ავენტადორ ლპ-750-4 სვ-ზე, ნისან გტრ ტრეკ პაკზე, აუდი რ8 ვ10 პლუს-ზე, ფერარი ლაფერარიზე, მაკლარენ პ1-ზე და პორშე 918 სპაიდერზე სწრაფია. ტესტი მოტორ ტრენდ ჟურნალმა ჩაატარა, ვარაუდობდნენ 2.4 წამს, მაგრამ შედეგი კიდევ უკეთესი აღმოჩნდა ლუდიკრუს რეჟიმით და ასევე დაფიქსირდა 0-დან 30 მილ საათამდე საუკეთესო შედეგიც 0.87 წამი მაჩვენებლით, ელონ მასკის თქმით რამდენიმე ასეულ წამს მოიგებდნენ  მატის და საბარგულის ზედაპირის მოხსნით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბრიტანულმა კომპანია Morgan-მა, რომელიც ხელნაკეთი სპორტული ავტომობილების წარმოებითაა დაკავებული გადაწყვიტა ახალგაზრდა ფანატებისთვის ეკოლოგიური და თანამედროვე ტრანსპორტი გაყიდოს ერთადგილიანი რეტრო-ელექტროავტომობილი EV3 Junior ბავშვებისთვის. ვიზუალურად სარბოლო ბოლიდს წააგავს 30-40-იან წლებში, აქვს 3 ბორბალი და აღჭურვილია ბატარეით. სალონი ქრომირებული დეტალებისგან შედგება და ნატურალური ხით არის მოპირკეთებული. ავტომობილის სიჩქარე 16 კილომეტრი საათშია. ყოველი ასეთი ავტომობილი შეკვეთით მზადდება და დაახლოებით 10 000 დოლარი ჯდება და მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია მწარმოებლის ვებგვერდზე.