რომელია საუკეთესო ძრავის განლაგება ავტომობილისთვის? – წინა, შუა თუ უკანა?

0
11496

რომელია საუკეთესო ძრავის განლაგება ავტომობილისთვის? წინა, შუა თუ უკანა? #ავტომობილი #მანქანა #რომელი რომელი ძრავის კონფიგურაციაა საუკეთესო განლაგების მხრივ? წინა, შუა თუ უკანა? ყოველ მათგანს გააჩნია კარგი და ცუდი მხარე. მოდით გნავიხილოთ სათითაოდ. ძრავის უკანა განლაგება: სარბოლო ავტომობილების გარდა ძალიან იშვიათად გვხვდება. რბოლელისთვის იძლევა საჭირო ბრუნებს და ცხენებს უკანა საბურავებზე, რაც გაცილებით სწრაფად აჩქარებს ავტომობილს, ახასიათებს მოხვევის მაღალი კუთხე თუ შესაბამისი სავალი ნაწილით არის აღჭურვილი. უკანა განლაგების ძრავები გვხვდება სპორტულ ავტომობილებში როგორიცაა პორშე 911. ცენტრში განლაგებული ძრავი: ძირითადად უკანა-შუა ნაწილშია განლაგებული და მართვადობის მხრივ უპირატესობა გააჩნია. წინა და უკანა წონის ბალანსი იდეალურია და ოთხივე თვალს თანაბარი სხვლა აქვთ, რაც მოხვევისას სტაბილურობის გარანტია. ნაკლში აღსანიშნავია მგზავრის ადგილის არ ქონა და დრიფტის ან დაკარგული კონტროლის დაბრუნება შეუძლებელია. წინ განთავსებული ძრავი: ავტომობილების 98% წინა მავალია. ავტომობილი უფრო სტაბილურია და წონის დისტრიბუციაც შედარებით დაბალანსებულია, მაგრამ ხშირია არა საკმარისი მოხვევის პრობლემა, რადგანაც მოჭიდება იკარგება აჩქარებისას ავტომობილის წონით უკანა საბურავებზე გადასვლით. არ არის პოპულარული მრბოლელებსა და დრიფტერებში. უკანა მავალი წინა განთავსების ძრავის ავტომობილები უკეთ არიან დაბალანსებული წინასთან შედარებით. რომელია საუკეთესო: წინა განლაგების ძრავი საუკეთესო არჩევანია მომხმარებლებისთვის. უკანა განთავსების ძრავები საუკეთესოა აჩქარებაში, მაგრამ რთული სამართავია, ხოლო შუა განლაგების ძრავი სტაბილურია მაგრამ არ არის უნაკლო. ყოველივე მათგანი საუკეთესოა თავისებურად ამიტომ ავტომობილი ყოველთვის უნდა შეირჩეს მოთხოვნილებების მიხედვით. გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=/GiorgiLaluashvili https://www.facebook.com/giolaluashviliofficial/ https://instagram.com/g.laluashvili

პასუხის დატოვება