კომპანია Xiaomi-ს ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია სმარტფონ Redmi Note 4X-ის შესახებ, რომლის რეალიზაცია 14 თებერვალს დაიწყება. Redmi Note 4X არის განახლებული ვერსია Redmi Note 4-ის, რომელიც 8 ბირთვიან Qualcomm Snapdragon 625 პროცესორს იყენებს. ინდოეთში და ზოგიერთ ქვეყანაში სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება Snapdragon 653 პროცესორით, ასევე არაა გამორიცხული MediaTek Helio X20 პროცესორის გამოყენების ვარიანტიც. Redmi Note 4X აქვს 5,5 დიუმიანი IPS ეკრანი Full HD და 3 ვარიანტშია შემოთავაზებული (microsd-ით): 2გბ ოპერატიული მეხსიერებით და 32 გბ ფლეშ მეხსიერებით, 3გბ ოპერატიული მეხსიერებით და 32გბ ფლეშ მეხსიერებით ან კიდევ 4გბ ოპერატიული მეხსიერებით და 64გბ ფლეშ მეხსიერებით. ყველა ვარიანტი 13 მპ კამერით იქნება აღჭურვილი f/2,0 დიაფრაგმით და განათებით. სელფი კამერა 5მეგაპიქსელი და ბატარეა 4100mah. სმარტფონს 2 სიმ ბარათის მხარდაჭერა ექნება და თითის ანაბეჭდის სენსორი. ასევე იქნება შეზღუდული Hatsune Miku Edition ვარდისფერი ტირაჟი. 4 ფერი იქნება ხელმისაწვდომი შავი მატი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ოქროსფერი. სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 6.0 Marshmallow MIUI8 ინტერფეისით. ფასი 2გბ ოპერატიულიანზე 145$, 3გბ ოპერატიულიანზე 160$, ხოლო 4გბ ოპერატიულიანზე 189$ იქნება.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000