კომპანია Tesla-მ სამხრეთ კალიფორნიაში ლოს-ანჯელესიდან 60 მილით აღმოსავლეთით გაუშვა უმსხვილესი სააკუმულატორო ენერგო საცავი. პროექტი იყენებს სარეზერვო სისტემა Tesla Powerpack 2-ს, რომლის რეალიზებაც მოხდა California Edison (SCE)-ის დახმარებით. ენერგომიწოდების სისტემა რეგიონს პიკური დატვირთვის დროს სტაბილური ენერგიით უზრუნველყოფს. მაირა ლომას ეს ახალი სისტემა 80 მეგავატი საათში მოცულობის, პიკური დატვირთვის დროს შეძლებს 15 000 სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას 4 საათის განმავლობაში ან 2500 სახლის ელექტროენერგიით მთელი დღით უზრუნველყოფას. ახალი კვების სისტემა მოიცავს 400 ცალ Tesla Powerpack 2-ს.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000