კომპანია Microsoft-მა შეწყვიტა პლანშეტური კომპიუტერის Surface 3-ის გაყიდვა. კომპანიამ ყურადღება გადაიტანა Surface Pro 4-სა და Surface Book-ის მოწყობილობებზე. წელს ასევე ველით რამდენიმე ახალ პლანშეტურ მოწყობილობას Microsoft-ისგან. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ Surface 3 2015 წლის მარტში წარმოგვიდგინა, რომელიც Pro 3-ის უფრო ხელმისაწვდომი, ბიუჯეტური ვერსია იყო, 10,8 დიუმიანი ეკრანით 1920×1080 ეკრანის პიქსელების გაფართოებით, Intel Atom x7 (cherry Trail) 2,4 გეგაჰერცი სიხშირის პროცესორით 4 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, ანონსისას იყო ყველაზე თხელი და მჩატე პლანშეტი 8,7მმ სისქის და 622 გრამი წონის, ასევე იყო პირველი სრულყოფილი Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მაიკროსოფთის პლანშეტი.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000