Copart-ის ავტო აუქციონზე ვიყიდეთ Ford Escape 2.5 Hybrid 2011 წინამავალი ჰიბრიდი

0
857

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
#ფორდი #ესკეიპი #escape მორიგი შენაძენი ამჯერად Copart-ის ავტო აუქციონზე ვიყიდეთ Ford Escape 2.5 Hybrid 2011 წინამავალი ჰიბრიდი ვისკონსინის შტატის დედაქალაქ მადისონიდან. როგორც ხედავთ გარბენი არის 100 000 მილი ანუ დაბალი გარბენია ამ ავტომობილებისთვის არაფერია, აღენიშნება მცირე დაზიანება უკანა ნაწილში, სავარაუდოდ რაღაც დაეცა ან რაიმეს მიეჯახა და წინაც მცირე დაზიანება, კარგია რომ ქრომირებული მაღალი კომპლეკტაციის არა რადგანაც ქრომირებული გრილი დაახლოებით 600 700 ლარი ღირს, მანქანა არის სტატუსით იქოქება დადის და გზაშია ფოთისკენ 12 სექტემბერს ველოდებით. გარბენი დაბალია მაგრამ მიუხედავად ამისა უკანა კრილოებში ორივე მხარეს დასამუშავებელი იქნება დაჟანგვითი პროცესი დაწყო და ანტიკოროზიულითაც სავარაუდოდ პოლი მანქანის დასამუშავებელი იქნება. კომპლეკტაცია ავტომობილის დაბალია არ გვაქ ტყავის სალონი სავარძლების გათბობა, ლუქი, პარკირება და მონიტორი, მაგრამ ამ ფასში ასეთი გარბენით იდეალური შენაძენია დღევანდელი აუქციონის ფასების და ზოგადად ესკეიპის ჰიბრიდებზე მოთხოვნის გამო. ადგილზე ავტომობილი დანამატიანად დაჯდა 2513 1665 გზა 600 საბუთი ჯამში 2265+2513 4778$ აქ ასევე შეიძლებოდა საბუთში თანხის დაზოგვა სხვა ავტო იმპორტიორებმა გაცილებით ნაკლები მითხრეს მაგრამ უკვე ნაყიდ ავტომობილზე ამ თანხას ვეღარ დავიბრუნებთ ლაიონით მოკლედ 600$ დაჯდა. წინა მავალი მცირე დაზიანებით ჰიბრიდი 2.5 ფორდ ესკეიპი 2011 წლიანი აღჭურვილი იქნება ასევე ელეკტრო კომპრესორით რაც უკეთესი არჩევანია გაგრილებისთვის ვიდრე ეგრედწოდებული რემნის და დაწვავს 7-8 ლიტრს გამომდინარე მართვის სტილიდან. განბაჟება 2010 წლიანთან შედარებით 500 ლარით ნაკლები დაჯდება მაგრამ საბუთები დაჯდა საკმაოდ ძვირი და ეს სხვაობა ფაქტიურად იკარგება. ვნახავთ მოკლედ ავტომობილი საბოლოოდ რა დაჯდება გაკეთებიან ყველაფრიანად სავარაუდოდ სექტემბრის ბოლომდე. საბაზრო ფასთან შედარებით ვიგებთ წლოვანებაში და გარბენში. თუ გინდათ რომ იხილოთ შემდეგი ვიდეო როგორი ჩამოვიდა რა დაჯდება სრულად ავტომობილი და ა.შ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი გააქტიურეთ ზარის ღილაკი და მადლობელი ვიქნები თუ ლაიკ ღილაკსაც დაკლიკავთ. კითხვების შემთხვევაში დააკომენტარეთ ან მომწერეთ სოციალურ ქსელებზე რომელიც მითითებული მაქვს აღწერაში ან დამირეკეთ მითითებულ ბილაინის ნომერზე რომელიც ასევე მითითებული მაქვს ფეისბუქზე. გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=/GiorgiLaluashvili https://www.facebook.com/giolaluashviliofficial/ https://instagram.com/g.laluashvili