ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics-ის ინფორმაციით, კომპანია Apple-მა 2016 წლის 4-ე კვარტლის მონაცემებით სძლია Samsung-ს და სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებელი გახდა. 78,3 და 77,5 მილიონი სმარტფონის მიწოდებით. მთელი წლის მონაცემებით კი ლიდერი Samsung-ია 309,4 მილიონი სმარტფონის მიწოდებით Apple კი 215,4 მილიონი სმარტფონის მიწოდებით, რაც ბაზრის 20,8% და 14,5%-ია. 2015 წელთან შედარებით Samsung-მა 10,3 მილიონი სმარტფონით ნაკლები გაყიდა, ხოლო Apple-მა 16,1 მილიონი მოწყობილობით ნაკლები.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000