კომპანია Amazon-მაც წარმოადგინა 4-ე კვარტლის და მთლიანი 2016 წლის ფინანსური შედეგები. კვარტლის მოგებამ 43,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 22% ზრდა დაფიქსირდა. ოპერაციული მოგება 13%-ით გაიზარდა და 1,26 მილიარდ დოლარს მიაღწია. სუფთა მოგება 749 მილიონი დოლარი, რაც 55%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. წლის განმავლობაში ამაზონის მოგებამ 136 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად დაფიქსირდა 27%-იანი ზრდა. ოპერაციული მოგება გაიზარდა 2,2 მილიარდიდან 4,2 მილიარდ დოლარამდე. სუფთა მოგება კი 4-ჯერ გაიზარდა და 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000