თამაშ Torment: Tides of Numenera-ს რელიზამდე რამდენიმე კვირა დარჩა და მოთამაშეების სიუჟეტთან გასაცნობად, შემქმნელებმა inXile Entertainment-იდან გამოაქვეყნეს ახალი ტრეილერი. როლიკში გვიყვებიან შეცვლილი ღმერთის პრეისტორიას, ადამიანის, რომელმაც ძველი ტექნოლოგიების დახმარებით იპოვა გზა უკვდავების და სხეულიდან სხეულში გადასვლა შეუძლია, უთვალავი ცხოვრების განვლა. ტრეილერში ასახულია მოვლენები ჩვენი გმირის გაჩენიდან, მას შემდეგ რაც ამ ღმერთმა ისწავლა სხეულის შექმნა და მათში გონების გადატანა. მისი ყველა სხეული არ დაიღუპა, აგრძელებდნენ სიცოცხლეს. რამაც გამოიწვია ძველი საშიში არსებების გამოღვიძება, რომლის მიზანია ბალანსის დაჭერა. გადაწყვეტილი აქვს დამნაშავის დასჯა და მისი წინა ცხოვრების სხეულების, ზუსტად ამ მომენტში იბადება ჩვენი გმირი. მისი მიზანი გახდება იპოვოს ჭეშმარიტება მის და მის მიზნის შესახებ, რომლის შესასრულებლადაც გაჩნდა ამ სამყაროში. Torment: Tides of Numenera-ს რელიზი 28 თებერვალს მოხდება, ახლა შესაძლებელია წინასწარ სთიმით ყიდვა თამაშის. თამაში შესაძლებელი იქნება Windows, Linux და macOS-ზე ასევე ps4-სა და xbox one-ზე.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000