სულ რაღაც 2 თვეში ანუ 2017 წლის 11 აპრილს შეჩერდება ოპერაციული სისტემის ვინდოუს ვისტას ფართო მხარდაჭერა, რომლის გამოშვება მაიკროსოფთის მიერ კრახი იყო. პლათფორმა ვინდოუს ვისტა 2007 წლის 30 იანვარს გახდა ხელმისაწვდომი, ძირითადი მხარდაჭერა ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილში შეჩერდა, ხოლო ახლა კი სამუდამოდ მოხდება მხარდაჭერის შეჩერება ამ პლათფორმისთვის. ავტომატური განახლება, შესწორებები, ტექნიკური დახმარება ეს ყველაფერი შეჩერდება და ოპერაციული სისტემა ვირუსების და სხვა შპიონი პროგრამების სამიზნე გახდება. მსოფლიო ბაზარზე ვინდოუს ვისტას წილი პერსონალურ კომპიუტერებს შორის სულ რაღაც 0,84%-ია, შედარებისთვის უფრო ძველი Windows XP იკავებს ბაზრის 9,17%-ს.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000