კუჭის წვენი რთული შემადგენლობისაა, შეიცავს მარილოვან მჟავას, ბიკარბონატებს, პეპსინოგენს და პეპცინს, სითხეს დაკასლას ფერმენტის ფაქტორს. კუჭის სითხეს (მჟავას) საკმაოდ ეფექტურად შეუძლია საკვების დაშლა. მასაჩუსეტში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა ელექტრო ენერგიის მიღება დაისახეს მიზნად და შეძლეს შეექმნათ მცირე ზომის გენერატორი. ის მარილოვან მჟავაზე მუშაობს, რომელიც კუჭში გამომუშავდება. ახალი მოწყობილობა შედგება ბატარეისგან, მცირე გალვანური ელემენტით, ენერგიას იღებს კუჭის მარილოვანი მჟავისგან, რაც საკმარისია ჩაშენებული ტემპერატურის სენსორის გენერატორის ასამუშავებლად რამდენიმე დღით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ენერგიით მოწყობილობა მიღებულ ენერგიას გადასცემდა უკაბელო პროტოკოლს კომპიუტერში ყოველ 12 წამში. მეცნიერები ფიქრობენ სენსორის არა მხოლოდ კუჭზე არამედ მცირე ნაწლავშიც აამუშავონ. რადგანაც იქ მჟავა არ არის და მხოლოდ 1% გამომუშავდება ენერგიის კუჭთან შედარებით. შემდგომი ეტაპი გენერატორის ოპტიმიზაციაა და მისი ზომაში შემცირება, რათა რამდენიმე სენსორთან პირდაპირ დაკავშირება მოხდეს.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000