ათწლეულის წინ ტელეფონის ხაზის დახმარებით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარი საკმაო წინსვლა იყო, ძირითადი იდეა 1870 წლიდან ალექსანდრ გრაჰამ ბელის და სხვა სატელეფონო ტექნოლოგიის პიონერების შემდეგ არ შეცვლილა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ხალხმა სატელეფონო ხაზებს განსხვავებულად შეხედა: ახლა გვაქვს საკაბელო ინტერნეტ კავშირები, მუსიკის გადმოწერები, იუთუბის ვიდეოები, ახალი ამბები. მედია სთრიმინგი (ფაილების გაშვება გადმოწერის პროცესში) ინფორმაციული რევოლუციის ცენტრალური ნაწილია. რა არის მედია სთრიმინგი და როგორ მუშაობს მედია სთრიმინგი? მოდით ვნახოთ დეტალურად!
რა არის მედია სთრიმინგი?
თუ სურათი ათასი სიტყვა ღირს, მოძრავი სურათი მილიონი ღირს. როგორ ჩატევთ ამ ინფორმაციას ტელეფონში? პრობლემა მდგომარეობს ჩვენი სატელეფონო ხაზებში, რომლებსაც არ შეუძლიათ საკმარისი ინფორმაციის გატარება, როგორც რადიოს და ტელევიზიას. თუ ფაქსის მანქანა გინახიათ, როგორ იღებს ამობეჭდილ დოკუმენტს, ნელი სიჩქარით, ივარაუდებთ ტელეფონის ხაზის ნელ სიჩქარეს.
როდესაც ბევრს dial-up ინტერნეტ კავშირი ჰქონდა, ნელი სიჩქარე ონლაინ შესაძლებლობებს ალიმიტებდა, თუ გინდოდათ MP3 მუსიკის ტრეკის მოსმენა (5მეგაბაიტი ზომის) ნახევარი საათი დაგჭირდებოდათ მთლიანი ფაილის გადმოსაწერად მყარ დისკზე. ვიდეო ფაილები (50 მეგაბაიტი) გადმოწერას რამდენიმე საათს ანდომებდა. პრობლემას ინტერნეტის სიჩქარე წარმოადგენდა, ზღუდავდა ფაილის ტრანსფერის სიჩქარეს.
1990-იანი წლების შუა პერიოდში რობ გლეისერმა და მისმა კომპანიამ რეალმა (პროგრესიულმა ქსელებმა) წარმოადგინეს მედია სთრიმინგი, როგორც ამ პრობლემის მოგვარების გზა. იდეა უბრალო იყო. თუ დიდი ვიდეო ფაილის ყურება გსურდათ კომპიუტერზე აინსტალირებდით მედია ფლეიერს, რომელიც ფაილის გადმოწერის პროცესში უშვებდა მას. გადმოწერა პირველი 10 წამი, პირდაპირ უშვებს და გაჩვენებთ. პირველი ნაწილის ჩვენების დროს იწერს შემდეგ 10 წამს და ასე შემდეგ. არ ინახავს მთლიან ფაილს მხოლოდ ნაწილ ნაწილებს: ნაწილის ჩვენების მერე შლის წინა ფაილებს. თუ გადმოწერა იმავე სიჩქარით მიდის რა სიჩქარითაც უყურებთ მცირე ხარვეზები იქნება, თუ უფრო ნელა იწერთ ხშირად დაპაუზდება ვიდეო.
გადმოწერის და სთრიმინგის შედარება
სანამ გავაგრძელებდეთ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მუშაობს ინტერნეტი.
ინფორმაცია (კომპიუტერიზებული ინფორმაცია) მოძრაობს ინტერნეტით პაკეტებად დაყოფის დახმარებით. ყოველ პაკეტს მისამართი გააჩნია და მოგზაურობს ცალკე, სხვადასხვა პაკეტები მოგზაურობენ სხვადასხვა გზით. ინტერნეტი უკეთ მუშაობს თუ ყველაფერი მცირე ნაწილებად დაშლილი გაიგზავნა,
- სიჩქარე (სისწრაფე)
გადმოწერა: მოულოდნელი: გადმოწერის დრო არავითარ კავშირშია ყურების დროსთან. მუსიკის ალბომი შეიძლება 5 წუთში ან 5 საათში გადმოვიწეროთ ზომიდან გამომდინარე, თქვენი ინტერნეტის კავშირზეა დამოკიდებული და ვებ ტრეფიკზე.
სთრიმინგი: რეალურ დროში: 1 საათი ვიდეო სთრიმი 1 საათი დასთრიმდება (შეიძლება დაპაუზდეს და ჩამორჩეს ბაფერის გამო); გადმოწერისგან განსხვავებით სთრიმინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ივენთების გადასაცემად, რასაც ვებქასთინგი ჰქვია.
- ხარისხი
გადმოწერა: იყენებს ტრადიციულ პაკეტურ კავშირს (TCP/IP) შეცდომის ავტომატურ გამომსწორებელ სისტემასთან ერთად. დაკარგული ან დაზიანებული პაკეტები თავიდან ტრანსმიტდება. ფაილს რომელსაც მიიღებთ კომპიუტერზე საბოლოო ჯამში სერვერზე არსებულის ზუსტი კოპიო იქნება.
სთრიმინგი: პაკეტების დანაკარგები იგნორირდება, მაგრამ ციფრულად დასთრიმული ვიდეო და აუდიო ისევ ანალოგან კონვერტდება სანამ ჩვენ ვუყურებთ თუ ვუსმენთ მას. პაკეტების დანაკარგი სთრიმინგისას გამოიხატება ზედაპირულ ხმაურში აუდიო ფაილში და დეგრადირებული სურათი ვიდეოში (ზედმეტი პიქსელაცია ან სურათი ქრება პიქსელების ბლოკებში).
ფაილის ტიპი
გადმოწერა: გადმოწერა არის ერთი ფაილის შესაბამისი ინფორმაციით შერწყმა. თუ ფილმს იწერთ ყველაფერი ერთ ფილმის ფაილად მაგალითად MPEG4 ფაილის ტიპად პაკეტდება.
სთრიმინგი: თუ თქვენ ფილმს სთრიმავთ, ყველა ფილმის სხვადასხვა ნაწილი (ხმა, ვიდეო, სუბტიტრი) ტრანსმიტირდება ცალკე წყაროთი. ფლეიერი აწყობს და სინქრონიზაციას ახდენს ამ სთრიმების, ნაკადების კომპიუტერში მისვლისას. რამდენიმე ნაკადს შეუძლია შენელება გამოიწვიოს.
სერვერები:
გადმოწერა: გადმოწერები მუშაობს ტრადიციული ვებ მეთოდებით (HTTP და FTP პროტოკოლებით) ნებისმიერი ვებ სერვერით. ერთი ფაილის იგივე ვერსია გადაიცემა ყველგან.
სთრიმინგი: ნაკადები იყენებენ (RTSP Real-Time Streaming Protocol-ს) და იშვება შესაბამისად აღჭურვილ სერვერებზე. ვებ გვერდზე შესვლისას, სადაც სთრიმინგს გთავაზობენ გადაყევხართ ცალკე სთრიმინგ სერვერზე. სხვადასხვა ტიპებია ერთი ფაილის, რომელიც სხვადასხვა კავშირის სიჩქარისთვისაა ოპტიმიზირებული (ნელი, ჩქარი და ა.შ.) სხვადასხვა ფაილები სხვადასხვა მომხმარებლებზეა გათვლილი და სთრიმინგი ხდება შესაბამისად.
ენკოდირება/დეკოდირება
გადმოწერა: ფაილები შეიძლება პირდაპირ სერვერზე ავტვირთოთ პირდაპირი გადმოწერისთვის.
სთრიმინგი: ფაილები უნდა დაკომპრესდეს შემდეგ კოდირება მოხდეს სთრიმინგამდე. ხალხი, რომლებიც უყურებენ უსმენენ დასთრიმულ ფაილებს უნდა ჰქონდეთ დეკოდირების ფაილები დაინსტალირებული კომპიუტერზე (კოდეკები) რათა დეკოდირება მოახერხონ ციფრული ფაილების უკან ანალოგურ ხმებად და სურათებად, რომლებსაც ადამიანის თვალები და ყურები აღიქვამენ პროცესში. დაგჭირდებათ (plugin) ვებ ბრაუზერში რათა დასთრიმული მედია ფაილი მიიღოთ (quicktime, realplayer და სხვა).
რამდენიმე მომხმარებელი
გადმოწერა: რაც მეტი მომხმარებელი იწერს ფაილს იმავე დროს უფრო რთულად უწევს სერვერს მუშაობა, ნელა. ამ პრობლემის მოგვარება ბიტტორენტით არის შესაძლებელი.
სთრიმინგი: ტრადიციულ სთრიმინგში ყოველი კლიენტი იღებს სხვადასხვა ნაკადს სერვერიდან, რადგანაც სხვადასხვა დროს მოახდენენ ვიდეოს და აუდიოს სთრიმინგს პროგრამით. მულტიკასტინგი ეფექტური სთრიმინგია, რომელიც სთრიმერ სერვერს ერთი ნაკადს აქმნევინებს, რომელსაც ბევრი ადამიანი ერთად უსმენ ან უყურებს, მაგალითად ფეხბურთის თამაშის პირდაპირ ყურება ონლაინში იმავე დროს.
სტანდარტები
გადმოწერა: გადმოწერილი ფაილები სტანდარტულ ფორმატებშია (MP3) რომლებიც იშვება ადვილად ნებისმიერ კომპიუტერზე ან ოპერაციულ სისტემაზე.
სთრიმინგი: არსებობს 3 მეტოქე სთრიმინგის სისტემები (ცნობილი როგორც არქიტექტურები: RealPlayer, Apple QuickTime და Microsoft Windows Media Player) ყოველთვის შესაძლებელი არაა ერთზე მორგებული ფაილის მეორეზე გაშვება.
საავტორო უფლებელი
გადმოწერა: გადმოწერილი ფაილები კოპირდება მაყურებლის კომპიუტერში. ადვილად იგზავნება ელ ფოსტით, განთავსდება ვებგვერდებზე, გადაფუთვა და გაყიდვა ხდება, რაც საავტორო უფლებების პრობლემებს ქმნის.
სთრიმინგი: დასთრიმული ფაილები იწერება ნაწილნაწილ და გაშვების შემდეგ ნელნელა იშლება. თეორიულად არაფერი რჩევა მაყურებლის კომპიუტერზე, შედარებით ნაკლები საავტორო უფლებების პრობლემებია (მაგრამ არსებობს ჩამწერი პროგრამები დასთრიმული ფაილების).
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000