გავრცელდა ახალი ინფორმაცია AMD Ryzen პროცესორების შესახებ, რომლებიც დაყოფილია სამ ოჯახად SR7, SR5 და SR3 – Intel-ის ანალოგებია Core i7, Core i5 და Core i3. ჩინურმა რესურსმა Coolaler-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია Ryzen-ის მოდელებთან დაკავშირებით. Advanced micro Devices-მა გადაწყვიტა დასახელებები Radeon Technologies Group-ისგან (აქამდე ცნობილი, როგორც ATI Technologies) აეღო, ფლაგმანმა AMD Ryzen R7 1800x სახელი მიიღო, შემდგომმა Ryzen R7 PRO 1800 (აჯობებდა R7 1800 PRO). X პროცესორების აჩქარების შესაძლებლობაზე მიგვითითებს, შეიძლება ბევრი რამე აღნიშნოს კერძოდ უფრო შიდა სისტემის აგრესიული კვება და სხვა. ყველა რაიზენ პროცესორს ღია ექნება მულტიფლაიერი და X-ის განსაკუთრებულობა რაში მდგომარეობს ძნელი ამოსაცნობია. ჯამში აპირებენ რაიზენის პროცესორების სხვადასხვა სიხშირის, რაოდენობის და ნაკადების მქონე 17 მოდელის გამოშვებას. გამოვა ასევე 6 ბირთვიანი მოდელებიც, აქამდე რომლის გამოშვების შესახებაც ჭორი იყო გავრცელებული, რომ არ გამოვიდოდა. შემჩნეულია შემდეგი რაიზენის მოდელები მათი ნომრებით:
- ZD3601BAM88F4_40/36_Y (8C/16T, 3,6/4,0 ГГц, ревизия F4);
- 1D3601A2M88F3_39/36_N (8C/16T, 3,6/4,9 ГГц, ревизия F3);
- ZD3406BAM88F4_38/34_Y (8C/16T, 3,4/4,8 ГГц, ревизия F4);
- ZD3301BBM6IF4_37/33_Y (6C/12T, 3,3/3,7 ГГц, ревизия F4).
წყარო იტყობინება, რომ AMD Ryzen-ის პროცესორების გაყიდვები 2017 წლის 2 მარტს დაიწყება, საუბარია R7-ის პირველ მოდელებზე და არა ყველა ვარიანტზე, ყველა მოდელი გაიყიდება თუ მხოლოდ ეს სამი დასაწყისში ჯერ უცნობია. ანონსი ყველა მოდელის მოხდება, მაგრამ გაყიდვაში მოგვიანებით შევა, როგორც ვიცით დიდი არჩევანი იქნება ახალი AMD-ს პლათფორმის AM4-ის სისტემური დედადაფებისაც.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000