თუ თქვენ კვლავ იყენებთ 4 წლის წინათ გამოსულ აიფონ 6ს-ს ან აიფონ 6ს პლიუსს, არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ სმარტფონმა შეწყვიტოს ჩართვა.
ამასთან დაკავშირებით კომპანია ეფლმა განაცხადა, რომ შეძლებს ამ პრობლემის გადაჭრას უფასოთ ” ეფლმა აღმოაჩინა რომ ზოგიერთი აიფონ 6 და აიფონ 6ს პლიუსის მოწყობილობები არ ირთვება კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლის გამო, იტყობინება ეფლი მის ვებ საიტზე. ეს პრობლემა ეხება მხოლოდ მცირე სერიული ნომრის დიაპაზონის მქონე მოწყობილობებს, რომლებიც დამზადებული იყვნენ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აგვისტომდე.
თუ თქვენ თვლის, რომ თქვენც ამ მომხმარებელთა რიცხვში ხართ საჭიროა შეხვიდეთ ამ საიტზე და შეიყვანოთ მოწყობილობის სერიული ნომერი. სერიული ნომრის დამთხვევის შემთხვევაში ეფლი უფასო რემონტს შემოგთავაზებთ.აიფონ 6ს იყო სწორედ ეფლის ბოლო სმარტფონი აღჭურვილი ყურსასმენების ბუდით. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ბევრი მომხმარებელი არ ცვლის ამ მოდელს ახალ თაობებში. ბევრი მომხმარებელი გულდაწყვეტილი დარჩა, როდესაც კომპანია ეფლმა შეწყვიტა აიფონ 6ს-ის გამოშვება 2018 წელს ასევე აიფონ სე-ს ანალოგიურ ყურსასმენიან ვერსიასთან ერთად.