20-30 წლის წინათ შეგეძლოთ საჯარო ბიბლიოთეკაში მისვლა წიგნის გადაშლა და ინფორმაციის ნებისმიერ თემაზე მოძიება. ახლა კი ეს ნებისმიერ კომპიუტერზე შეგიძლიათ, პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ონლაინ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც ყველა ბიბლიოთეკაზე მეტია: მსოფლიო ქსელი (WWW). 21-ე საუკუნის ცხოვრება ვებზეა დამოკიდებული, ახლა მის გარეშე ცხოვრებას ვერც წარმოვიდგენთ, ვები 20 წლის წინათ შეიქმნა და დაახლოებით 10 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია. ყველა დროის საუკეთესო გამოგონება და ამავე დროს უახლესიც. მოდით ვნახოთ რა არის მსოფლიო ქსელი (WWW) და როგორ მუშაობს ის.
რა სხვაობაა Net-სა და Web-ს შორის?
ერთმანეთისგან ტოტალურად განსხვავდება ვები და ინტერნეტი:
ინტერნეტი – არის მსოფლიო კომპიუტერების ქსელი, რომელიც დაკავშირებულია ძირითადად სატელეფონო ხაზებით, ვები მხოლოდ ერთი ნაწილია (აპლიკაციები) რომელიც ინტერნეტში მუშაობს. ელ წერილის გაგზავნისას იყენებთ ინტერნეტს: ნეტი აგზავნის სიტყვებს, რომელიც თქვენ დაწერეთ სატელეფონო ხაზის დახმარებით. როდესაც ვინმეს ეჩატავებით ონლაინ, აქაც ინტერნეტს იყენებთ – ნეტი აგზავნის მესიჯებს წინ და უკან, მაგრამ როდესაც ბლოგს განაახლებთ ან გუგლში ინფორმაციას იპოვით, იყენებთ ვებს ნეტის დახმარებით.
ვები – არის მსოფლიო კოლექცია ტექსტური გვერდების, ციფრული ფოტოების, მუსიკალური ფაილების, ვიდეოების და ანიმაციების, რომელზეც წვდომა გაქვთ ინტერნეტის დახმარებით. ვებს განსაკუთრებულს ხდის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებადობა. ვების საბაზისო ამწყობი ბლოკებია გვერდები და ტექსტი – ვებ გვერდები. ვებ გვერდების კოლექცია იმავე კომპიუტერზე ვებსაიტია. ყველა ვებგვერდს (მათ შორის ჩვენსაც) აქვს ფრაზები რომელსაც ლინკებს ანუ ჰიპერ ტექსტურ ლინკებს ვეძახით. ერთერთზე დაკლიკებით სხვა გვერდზე გადახვალთ ამ ვებ გვერდის.
როგორ საუბრობენ კომპიუტერები იმავე ენაზე
ინტერნეტის ჭკვიანი საგანია ის რომ ყველა კომპიუტერს აძლევს საშუალებას პლანეტაზე, რომ გაცვალონ ინფორმაცია. ეს იმაზე დიდი რამაა ვიდრე ჟღერს. ძველ დროს 60, 70-იან და 80-იან წლებში იშვიათი იყო კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა. მანქანები სხვადასხვა მწარმოებლის ერთმანეთთან თავსებადი არ იყვნენ. 70-იანებში მიკროკომპიუტერები იმავე პროგრამასაც ვერ რთავდნენ, მათთვის სპეციალურად დაწერილი პროგრამები ჰქონდათ ინდივიდუალურად. ელ წერილები და ჩატი შეუძლებელი რამ იყო. 80-იან წლებში ეს ყველაფერი შეიცვალა IBM – მსოფლიოში უმსხვილესი კომპიუტერული კომპანია, რომელმაც წარმოადგინა მცირე ბიზნესი პერსონალური კომპიუტერი. სხვებმა დაკლონეს ის და მალე ყველა კომპიუტერი მსგავსად გამოიყურებოდა და მუშაობდა. მაიკროსოფტმა ვინდოუსის ოპერაციული სისტემა შექმნა ახლა უკვე შესაძლებელი იყო იმავე პროგრამების გაშვება, მაგრამ პრობლემა იყო სახლის და მსხვილ კომპიუტერებს შორის საუბარი, ეს პრობლემა ტიმ ბერნერს ლიმ მოაგვარა 80-იან წლებში CERN-ზე მუშაობისას ევროპის ფიზიკის ნაწილის ლაბორატორიაში, სადაც არათავსებად კომპიუტერებს ბევრი მეცნიერი იყენებდა. ბერნს ლიმ CERN-ის მეხსიერების არქონა აღმოაჩინა. ხალხის წასვლის შემდეგ ინფორმაციაც მათთან ერთად მიდიოდა, სხვადასხვა კომპიუტერის მქონე მეცნიერები კი ვერ ცვლიდნენ ინფორმაციას ერთმანეთის კომპიუტერებს შორის. ბარნს ლიმ გადაწყვიტა ამ პრობლემის მოგვარება.
რა სხვაობაა HTTP და HTML-ს შორის?
ადრეული კომპიუტერები არ იყვნენ თავსებადნი, მაგრამ თითქმის ყველა მათგანს შეეძლო ინფორმაციის დამუშავება და შენახვა ASCII (ამერიკული გაცვლითი კოდის სტანდარტით) ცნობილი როგორც სუფთა ტექსტი,ASCII-ში 0-255 ციფრები გამოხატავდნენ ციფრებს და ასოებს და კლავიატურის ღილაკებს A,B,C,1,2,3 და სხვა. ბერნერს ლიმ გამოიყენა ASCII და ორი სისტემის წესით პროტოკოლებით კერნის კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელი გახადა. პირველ წეს მან HTTP უწოდა ანუ ჰიპერტექსტული ტრანსფერის პროტოკოლი. ორ კომპიუტერს შორის ინფორმაციის გაცვლის კონვერტირებითი გზა. კლიენტი უშვებდა პროგრამას ვებ ბრაუზერს მეორე კომპიუტერი კი სერვერი ან ვებ სერვერი ინფორმაციას ითხოვდა. ვებ ბრაუზერი და სერვერი ისაუბრებდნენ და რამდენიმე წამის შემდეგ ბრაუზერის მოთხოვნების მიღების შემდეგ სერვერიდან, HTTP კონვერტაციით ვებ ბრაუზერსა და ვებ სერვერს შორის მოხდებოდა ფაილების გაცვლა ინტერნეტის დახმარებით. კომპიუტერს ასევე ჭირდებოდა აღქმა მიღებული ფაილების, რომელიც HTTP-თი იგზავნებოდა ბერნერს ლიმ წარმოადგინა მეორე წესი კერნის კომპიუტერები საერთო ენით დაწერილ ფაილებს გაცვლიდნენ სახელად HTML ჰიპერტექსტული მარკირების ენით. დაფუძნებული ASCII-ზე, ნებისმიერ კომპიუტერს შეეძლო ტაგების დახმარებით ტექსტის სტრუქტურირება. ვებ ბრაუზერი კითხულობდა ტეგებს და იყენებდა მათ ფონტების ჩარჩოების და სურათების საჩვენებლად. ნებისმიერ ვებ გვერდზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაკლიკებით და შემდეგ Source კოდის ნახვით შეგიძლიათ HTML კოდის ნახვა.
HTTP და HTML-ის დახმარებით მუშაობს ვები, HTTP არის გზა რომლითაც კომპიუტერი ეკითხება ვებ გვერდებს, HTML კი ვებ გვერდების დაწერის გზაა, რომლითაც ნებისმიერ კომპიუტერი იგებს მას და აჩვენებს სწორად. HTTP წიგნების განლაგებაა თაროებზე. HTML კი წიგნი როგორაა შექმნილი ანუ ქონთენთი წინ და ინდექსი უკან, ტექსტი მარცხნიდან მარჯვნინ და ასე შემდეგ, ანუ ინფორმაციის სტრუქტურა, რომლის წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000