2017 წელი კარგი იყო ყველა მხრივ. სამსუნგმა გამოასწორა ნოუთ სერიის სიტუაცია, ეფლმა წარმოადგინა ჩარჩოს გარეშე აიფონი, მაგრამ იყო მომენტები რომლის გახსენებაც არ გვსურს. მოდით ვისაუბროთ 2017 წლის იმედგაცრუებებზე.
ჩვენ აღარ გვაქვს 2000 წლის დასაწყისიდან წარმოდგენილი ცნობილი ფლეიერი iPod
ახლა გაყიდვაში არის მხოლოდ iPod Touch რომელიც დიდი ხანია არ განახლებულა, ამით ეფლი გვეუბნება, რომ აიპოდის ყოდვას აზრი აღარ აქვს.
დავემშვიდობეთ ყურის ბუდეს
ეფლთან ერთად აუდიოპორტზე უარი თქვეს სხვა მწარმოებლებმაც, 2017 წელს მათმა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ირონიულია, მაგრამ გუგლმაც უარი თქვა აუდიო ბუდეზე, რომლის არ ქონის გამო აქამდე ეფლს ტროლავდა.
ალტერნატივად გვრჩება ბლუთუზის ყურსასმენები, რომლებიც პერიოდულად უნდა დავტენოთ, ანავირჩიოთ კაბელიაი მოდელები Lightning/USB Type-C პორტებზე, მაგრამ კვლავ არის პრემიუმ დონის აუდიო ბუდის მქონე სმარტფონები, როგორიცაა: Samsung Galaxy S8 და OnePlus 5. 2018 წელს სავარაუდოდ მოგვიწევს დავჯერდეთ გარდაუვალს.
VR: აქვს მომავალი, მაგრამ არა რეალური
VR ჩაფხუტები, რომლებიც მასიურად არის გაყიდვაში და მათ უნდა შეეცვალათ მიდგომა გართობის მიმართ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. შექანების ეფექტიმ განსაკუთრებული გრაფიკა, თამაშების მცირე რაოდენობა, მაღალი მონაცემების საჭირო მოწყობილობის მოთხოვნები, კილომეტრიანი კაბელები – ასეთი სახის VR ჩაფხუტები არავის არ სჭირდება
Essential Phone როგორც ნივთი მასში
ენდი რუბინი წავიდა გუგლიდან რათა იდეალური სმარტფონი შეექმნა. ასე შეიქმნა Essential, რომლის განსაკუთრებულებებია: ჩარჩოს გარეშე ეკრანი წინა კამერის ჭრილით, მოდულარული დიზაინი, კარგი მონაცემები, სუფთა ანდროიდის, საერთო ჯამში ჟღერდა კარგად, მაგრამ ხალხი უფრო დაინტერესებული იყო: iPhone X, Samsung Galaxy S8 და Pixel 2-ით.
მოწყობილობა შეიძინა მხოლოდ 50 000 ადამანმა, რაც რუბინის მიერ ნავარაუდებზე გაცილებით ნაკლებია. ფასის კლებამ მოწყობილობის პოპულარობა არ გაზარდა. საერთო ჯამში Essential Phone დარჩა ეკსპერიმენტალური სმარტფონი ორიგინალური დიზაინი, რომელიც მოეწონა მხოლოდ ვიწრო აუდიტორიას.
Light L16: წარუმატებელი ფოტოგრაფიის რევოლუცია
ამ უჩვეულო კამერის ბედს აკვირდებოდა ბევრი ფოტოგრაფი და ენთუზიასტი. Light L16 გვპირდებოდა რევოლუციას ფოტოგრაფიაში, როგორც ადრე კომპანია Lytro. აქ საუბარი იყო სიღრმის ველის პარამეტრების შეცვლაზე გადაღების შემდეგ, სხვადასხვა სენსორებით და 16 ობიექტივის გამოყენები.
1700$-ის ღირებულების 52 მეგაპიქსელიანმა მოწყობილობამ ჟურნალისტებისგან და პირველი მიმომხილველებისგან მიიღო ცუდი შეფასება, თანხმდებოდნენ იმაზე, რომ პროფესიონალური გადაღებისთვის ეს მოწყობილობა არ ივარგებდა.
Juicero: ყველა სტარტაფისთვის მაგალითი
2017 წლის ყველაზე სასაცილო ისტორია შეემთხვა წვენის საწურს, რომელიც ამზადებდა წვენს არა ახალი ხილისგან, არამედ სპეციალური პაკეტური კარტრიჯებიდან. ინოვაციური გადჯეტი Juciero ღირდა 699 დოლარი, შემდგომ კი გაიაფდა 399 დოლარამდე. ინვესტორებმა ამ პროექტში ჩადეს 120 მილიონი დოლარი, აღმოჩნდა რომ მოწყობილობის პაკეტიდან წვენის გამოწურვა შეიძლება ხელით, მათში უკვე იყო მზა წვენი, წვენის საწური კი უბრალოდ წურავდა წვენს პაკეტიდან და ამოწმებდა ვადას პროდუქტის. მომხმარებლებმა დააბრუნეს მოწყობილობა უკან მოითხოვეს ანაზღაურება, ხოლო კომპანია Juciero-ს კი მოუწია თანხების დაბრუნება და პროექტის დახურვა.
Google Pixel 2-ის და სხვა ფლაგმანების წარუმატებლობები
გუგლის უახლესი სმარტფონები აღმოჩნდნენ ძალზე პრობლემატურები. Pixel 2-სა და Pixel 2 XL-ის ოწყობილობებს ეწვებოდათ ეკრანები, თვითგადატვირთვები, კამერის პრობლემები, დინამიკები ხმაურობდნენ და სხვა. გუგლმა აღიარა ეს შეცდმები და შეძლებისდავარად მოაგვარა ისინი.
სხვა მწარმოებლებიც ეცადენ. წლის ბოლოს ეფლმა ჩეამცირა აიფონის პროცესორების სიხშირე და თავი გაიმართლა სმარტფონის აკუმულატორების დაძველებით, macOS High Sierra-ში კი დაცულობის პრობლემა აღმოჩნდა – ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო სისტემაში შესვლა ადმინისტრატორის უფლებებით სულ მცირე მანიპულაციების შემდეგ.
HomePod-ის დაყოვნება
ეფლს წელს ბევრი პრობლემები ჰქონდა ვადებთან დაკავშირებით. ჭკვიანი დინამიკი HomePod დაანონსდა ზაფხულის დასაწყისში და მისი გაყიდვა ახალ წლებამდე იგეგმებოდა. გაყიდვები გადაიდო 2018 წლის დასაწყისისვის, საწყისი ფასი იქნება 349 დოლარი და მის შეძენას შეძლებენ ჯერ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის მაცხოვრებლები. გაურკვეველია ანონსირების დაჩქარების მიზეზი, თუ გაყიდვაში გამოსვლისას ხალხს უკვე ის არ ემახსოვრება.
უაზრო ტარებადი ელექტრონიკა
ჭკვიანი ბრასლეტები საათით შეიძლება ითქვას ჩიხში არიან, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანს. აშკარაა, რომ ეს მოწყობილობები ტრადიციულ ქრონომეტრულებთან ვერ კონკურირებენ, განსაკუთრებით ტოპ სეგმენტში. სპორტზე ორიენტირებული მოწყობილობები კი ყველაზე მეტად იტანჯებიან, გამოთვლების უზუსტობების გამო – გადჯეტები არასწორად ზომავენ პულსს და გადადგმულ ნაბიჯებს. შედგად 2017 წელს დაანონსდა ძალზე მცირე რაოდენობის ჭკვიანი საათი. შეიძლება ავღნიშნოთ Fitbit Ionic და Fitbit Alta HR რომლებიც 2017 წელს გამოვიდა გაყიდვაში, მაგრამ ეს ფიტნეს ტრეკერები პრემიუმ სეგმენტს მიეკუთვნება და ფასიც შესაბამისად მაღალია.
ეფლის Watch ამჟამად არის ყველაზე პოპულარული საათი მსოფლიოში და უსწრებს სხვა გადჯეტებს. აღსანიშნავია სხვა ბრენდები როგორიცაა Xiaomi და Meizu, მათ გამოუშვეს ბიუჯეტური ბრასლეტები, ასევე ASUS ZenWatch 3 კლასიკური სტილის მოწყობილობა, Samsung-ი ცდილობს განავითაროს Gear-ის პროდუქტების ხაზი, მაგრამ სერიოზული ცვლილებები ბაზარზე არ ხდება.
ამერიკის შეერთებულ შტატების ინტერნეტ ნეიტრალიტეტის გაუქმება
2017 წლის იმედგაცრუება მოხდა დეკემბერში. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა კომისიამ ქსელური ნეიტრალიტეტის პრინციპი გააუქმა. შედეგები შეიძლება იყოს ტრაგიკული. პრინციპი მოითხოვს პროვაიდერების მიერ წვდომის უზრუნველყოფას სხვადასხვა სამუშაო რესურსების ყველა საიტებზე და სერვერებზე პრიორიტეტის მინიჭების და სიჩქარის შენელების გარეშე. ახლა პროვაიდერებს აღარ ადევთ ბორკილები: მათ შეუძლიათ აიღონ დამატებითი გადასახადი კონკრეტულ რესურსიდან მაღალი სიჩქარის უზრუნველყოფისათვის. ჯერ უცნობია როგორ აისახება ეს ველაფერი მომხმარებლებზე, მაგრამ აშკარაა – არაფერი კარგს არ უნდა ველოდეთ. დაირღვა ინტერნეტის მუშაობის ფუძემდებლური პრინციპი – პრინციპი თანაბარი წვდომის უფლებისა ინფორმაციაზე.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000