მაუსის შერჩევისას ყველა მომხმარებელი ფიქრობს, თუ რომელ ვარიანტზე შეჩერდეს. ცნობილია, რომ მაუსი (თაგვი,თაგუნია) ლეპტოპისთვის (ნოუთბუქისთვის) სტაციონალური კომპიუტერისგან განსხვავებით უფრო კომპაქტური ზომისაა. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი აღჭურვილნი არიან სპეციალური მექანიზმით, რომელიც შნურს ახვევს პირდაპირ კორპუსში ან ფუტლარში. თუ ტექნიკურ დეტალებს გვერდზე გადავდებთ და საქმეს უფრო ადვილად მივუდგებით ზედაპირზე მხოლოდ 2 ვარიანტი დარჩება მაუსის: უკაბელო და კაბელიანი.
კაბელიანი მაუსის უპირატესობა ნოუთბუქებსა და ლეპტოპებში
ტენდენცია შემდეგია, რომ კაბელიანი მაუსით უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს და ასეთი მდგომარეობა კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. ეს მაუსები კომფორტით და უნივერსალურობით გამოირჩევა. თუ თქვენ გაქვთ კაბელიანი მაუსი, შეგიძლიათ მიუერთოთ ლეპტოპს. ნოუთბუქს და სტაციონალურ კომპიუტერს.
უმეტეს შემთხვევაში კავშირი ხდება სპეციალური პორტებით:
- USB
- PS/2
ბოლო ვარიანტი საკმაოდ მოძველებულია, იშვიათად გვხვდება, ლეპტოპებსა და ნოუთბუქებში ეს პორტი საერთოდ არ არის.
კაბელიანი მაუსის ერთ-ერთი ნაკლი სწორედ კაბელის არსებოაა, მაგრამ თუ ყოველთვის გიწევდათ ასეთი ტიპის მაუსით მუშაობა დისკომფორტს ნამდვილად არ იგრძნობთ.
უპირატესობებში შეიძლება ავღნიშნოთ ის, რომ გადამწყვეტ მომენტში ბატარეა დაჯდება, რაც შეიძლება მოხდეს უკაბელო მაუსის შემთხვევაში. აქ მნიშვნელოვან როლს ბრენდი თამაშობს და მოწყობილობის ორიგინალურობა.
უკაბელო მაუსის უპირატესობები
უფრო კომფორტული გამოსაყენებელია, რადგანაც კაბელის არ ქონა, შესაძლებლობას გაძლევთ დაშორების შეზღუდვა მოიხსნათ, შეგიძლიათ უფრო მოშორებით გადაინაცვლოთ და მშვიდად იმუშაოთ, რაც დამატებით თავისუფლებას გაძლევთ.
უკაბელო მაუსები არსებობს განსხვავებული კავშირით:
- რადიო სიხშირე
- ბლუთუზი (Bluetooth)
- Wi-Fi
პირველი ვარიანტის მოწყობილობა ბიუჯეტურ კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ პოპულარულია. მათ გამოსაყენებლად საჭიროა ნოუთბუქს მცირე ზომის USB პორტის მიმღები დავუკავშიროთ.
მეორე ტიპის კავშირის მაუსები უფრო ძვირადღირებულია, მაგრამ არ საჭიროებს არავითარ დამატებით მოწყობილობას, თუ თქვენს ნოუთბუქს ბლუთუზის თავსებადობა გააჩნია.
მესამე კატეგორიის მაუსები თავისი აკუმულატორით არის აღჭურვილი. ასეთი მაუსი სამუშაოდ საჭიროებს ნოუთბუქს ჩაშენებული Wi-Fi მოდულით.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000