ალბათ გაგიგიათ ტრანსპორტირების კოშმარის, რასაც საცობი ქვია, კონკრეტულად ისეთი საცობი როდესაც ქუჩები ისე სავსეა მანქანით, რომ არავის არ შეუძლია მოძრაობა, მაგრამ გაგიგიათ კი ინტერნეტის საცობის შესახებ? რატომ არა? რადგანაც დისტრიბუტირებულ არქიტექტურაზეა დაფუძნებული, არავითარი ცენტრალური წერტილიდან კონტროლი, მაგრამ ბევრი მსგავსი პარალელური სისტემებით, სწორედ ამიტომ არის ასეთი ეფექტური. ჰაკერების შეტევამ, კაბელების პრობლემებმა ან მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ შეიძლება ინტერნეტი დააჩოქონ. რაც მეტი ადამიანია ონლაინში, ინტერნეტში საცობის შექმნის უფრო დიდი შანსია. რა არის ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი? ინტერნეტ დისტრიბუციის სტრუქტურის უკეთ გამოყენება უფრო ჭკვიანური ფაილური გაზიარების გამოყენებით, როგორიცაა ბიტტორენტი. მოდით ვნახოთ რას წარმოადგენს ბიტტორენტი!
როგორ მუშაობს კლიენტურ-სერვერული გადმოწერა
სერვერები – არის დიდი მძლავრი მანქანები, რომლებიც ვებ გვერდებს,მუსიკალურ ფაილებს,ვიდეოებს და სხვა ფაილებს ინახავენ.
კლიენტები – მცირე მანქანები, რომლებიც სახლში გვაქვს და ოფისებში, ვიწერთ ინფორმაციას სერვერებიდან მათი დახმარებით.
ვებგვერდის ნახვა მოიცავს გრძელ საუბარს კლიენტსა და სერვერს შორის: პროგრამა სახელად ვებ ბრაუზერი, რომელიც თქვენს კომპიუტერზე მუშაობს, აგზავნის მოთხოვნებს ვებგვერდების ბიტებზე სერვერთან, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებას მაქსიმალურად ეცდება.
სისტემა მუშაობს კარგად, მაგრამ თუ დავფიქრდებით პრობლემას აღმოვაჩენთ. თუ სერვერი გაქვთ, რომელიც ჰოსტავს პოპულარულ ფაილს: უახლეს აუდიო ფაილს საუკეთესო ბენდის. სერვერის ჰოსტინგზე კონკრეტულ მუსიკალურ ტრეკზე ტრეფიკი, მზარდი მოთხოვნა წავა იმავე დროს. რაც სერვერის მუშაობას შეანელებს, შეიძლება წლები დაჭირდეს ადამიანს ტრეკის გადმოსაწერად, ან შეიძლება სერვერი დაიწვას.
ზემოთ მოყვანილი შემთხვევა მხოლოდ მაგალითია, მაგრამ მზარდი მოთხოვნის გამო მუსიკალურ ტრეკზე შეიძლება მთელი რიგი გლობალური სერვერული პრობლემები გამოიწვიოს, უკეთესი იქნება ერთმა ადამიანმა გადმოწეროს ტრეკი და ახლოს მყოფ ადამიანებთან გააზიაროს (იმავე ქალაქის, ქვეყნის). სწორედ ამას გულისხმობს ბიტტორენტი.
როგორ მუშაობს ბიტტორენტი peer-to-peer-ის (P2P) გამოყენებით
ინტერნეტს თეორიულად ცენტრალური კომპიუტერი არ აკონტროლებს, ანუ ყველა კომპიუტერი რომელიც ონლაინშია ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება, შესაძლებელია გაზიარება 2 კომპიუტერს შორის ინფორმაციის პირდაპირი კომუნიკაციით, ამას peer to peer (P2P) კომუნიკაცია და ის გამოიყენება ბევრი ცნობილი მესიჯების კლიენტებზე, ჩეტის პროგრამებზე, ფაილური გაზიარების პროგრამებზე.
ბიტტორენტი პროტოკოლია (წესები, რომლებსაც კომპიუტერული სისტემები ემორჩილებიან) დაფუძნებული P2P-ზე, რომელიც ფაილების გაზიარებაში ძალზე ეფექტიანია. მუსიკალური ტრეკის ბიტტორენტით გაზიარება, ტორრენტ ფაილით, ფაილის მქონე გამზიარებელს seed-ს უწოდებენ, რომელიც ბევრ ნაწილად დაშლილ ფაილს აზიარებს სხვებთან ერთად.
საჭიროა ბიტტორენტ კლიენტი ანუ პროგრამა სიდისთვის მოთხოვნის გასაგზავნად. კლიენტი აგზავნის ერთ ნაწილს ბევრიდან და პერიოდულად სხვა ნაწილებსაც იღებს, სხვა ხალხის კომპიუტერების დახმარებით P2P კომუნიკაციით. ყოველი კომპიუტერი იწერს ვთქვათ ფაილის ნაწილებს, peer-ები ტვირთავენ ნაწილებს სხვა peer-ებთაან. რაც მეტია ასეთი გამზიარებელი კომპიუტერები მით სწრაფად გადმოწერთ ფაილს.
გადმოწერის შემდეგ თქვენც შეგიძლიად აზიაროთ ფაილი ანუ იყოთ seed-ერი. ბიტტორენტები კლიენტურ სერვერულ გადმოწერასაც იყენებენ, ანუ ყოველთვის დეცენტრალიზებული არ არიან ამას ტრეკერების დახმარებით ანხორციელებენ, რომლებიც ფაილების ნაწილების პოვნაში გეხმარებათ.
ბიტტორენტის უპირატესობები:
თუ სწრაფი ინტერნეტ კავშირი გაქვთ, რატომ უნდა გენაღვლებოდეთ ბიტტორენტი? სწრაფი ინტერნეტი არ გაძლევთ გარანტიას სწრაფი გადმოწერის. სერვერი თუ დატვირთულია სწრაფი ინტერნეტი სწრაფ გადმოწერას არ მოგცემთ. ბიტტორენტი ამცირებს ფაილების ონლაინში ზომას, ტრეფიკის განაწილებას ახდენს თანაბრად და ამცირებს საცობებს. ერთი გზატკეცილის მაგივრად მთელი ქალაქის გზებს იყენებენ. ნაკლი ბიტტორენტის არის საავტორო უფლებებში, ხდება არალეგალურად მუსიკი, ფილმების და სხვა სახის ფაილების ტორენტების გაზიარება. თუ ლეგალურად იწერთ ყველაფერს მაშინ შეიძლება ითქვას ბიტტორენტს ნაკლი არ აქვს, მაგრამ ხალხი ხდის მას არალეგალური გადმოწერებით და საავტორო უფლებების დარღვევით ნაკლიანს.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000