ოდესღაც კომპიუტერში რაიმეს გასაკეთებლად საჭრო იყო ბარათების გამოყენება. მას შემდგომ ცვლილებები აშკარაა, ახლა ჩვენ უბრალოთ ვუთითებთ კომპიუტერს მაუსით ან საუბრით ბრძანებებით. ყველაზე ადვილს კი ამ ყველაფერს რევოლუციური თაჩსქრინი ანუ სენსორული ეკრანები გახდის. ეფლის სმარტფონები, ელექტრონული წიგნის რიდერები და მუსიკალური ფლეიერები უკვე ჩვეულებრივ შეხების კონტროლით მუშაობენ და კომპიუტერებიც იწყებენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას. თაჩსქრინები 9სენსორები) ადვილი გამოსაყენებელია, მაგრამ როგორ მუშაობენ თაჩსქრინები? მოდით ვნახოთ დეტალურად!

კლავიატურები და სვიჩები

 

თაჩსქრინი (სენსორი) უხილავი კლავიატურაა, რომელიც კომპიუტერის მონიტორზეა მიწეპებული. იმის გასაგებათ თუ როგორ მუშაობს ის საჭიროა ვიცოდეთ კლავიატურის მუშაობის პრინციპი. ყველა ღილაკი კლავიატურაზე ელექტრონული სვიჩია (გადამრთველი). როდესაც აკლიკებთ ღილაკს დაბლა ელექტრონულ წრედს ასრულებთ და ნაკადს კრავთ. კლავიატურაში იპოვით 2 ფენას ელექტრონულ კონდუქტიურ პლასტმასს დაშორებულს პლასტმასის ინსულირებული მემბრანის ნახვრეტებით. ყოველი ღილაკის ქვეშ ნახვრეტია. როდესაც ღილაკს აკლიკავთ თქვენ აწვებით ზედა კონდუქტორს ფენას ქვემოთა ფენაზე ორი შრე ხვდება ერთმანეთს და ეხება ნახვრეტის დახმარებით. ნაკადი გადის ფენებს შორის და კომპიუტერი ხვდება რომ ღილაკს დააწექით. რეზინის მცირე ზამბარები ღილაკებს უკან აბრუნებენ პოზიციაზე, ასრულებენ წრედს როდესაც აუშვებთ თითს. თაჩსქრინი (სენსორი) მსგავსის მიღწევას კომპიუტერული ეკრანის ზედაპირზე ახდენს. სვიჩებს ვერ გამოვიყენებთ, რადგანაც დაბლოკავენ ეკრანის გამოსახულებას. ამიტომაც გვიწევს შეხების აღქმის სხვა უხილავი ხერხების გამოყენება.

როგორ მუშაობენ თაჩსქრინები (სენსორები)

სხვადასხვა ტიპის სენსორები (თაჩსქრინები) მუშაობენ განსხვავებულად. ზოგიერთი მხოლოდ ერთ შეხებას აღიქვამენ და რამდენიმე დაკლიკებაზე იბნევიან. სხვებს კი რამდენიმე დაკლიკების ერთდროული აღქმა შეუძლიათ. მთავარი ტექნოლოგიებია:

რეზისთივ – Resistive

რეზისთივ სენსორი გამჭირვალე კლავიატურის მსგავსად მუშაობენ ეკრანის ზედაპირზე. მოძრავი ზედა ფენა პოლიესტერის პლასტმასის მიერთებულია კონდუქტიური ქვედა შუშის ფენაზე და ინსულირებულია მემბრანის ფენით (დაშორებულია). როდესაც აკლიკებთ სეკრანს ძალა პოლიესტერს ეკრანზე შეხებას აიძულებს და წრედს კრავს, როგორც ღილაკის დაკლიკება კლავიატურაზე. ეკრანის შიგნით ჩიპი კორდინატებს იგებს შეხების ადგილის. (ძველ ნოკიებში ღილაკის ძლიერ დაკლიკება როდესაც გიწევდათ ამ ტიპის სენსორები იყო და ახლა ჩინურ სმარტფონებშია, რთულად რეაგირებს დაკლიკებაზე)

ქაფასითივი – Capacitive

ეს სენსორები შექმნილია რამდენიმე შუშის ფენისგან. შიდა ფენა ელექტრო კონდუქტორია და გარეც, ეკრანიორი ელექტრული კონდუქტორივით იქცევა, რომლებიც დაშორებულია ინსულატორით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ტრანზისტორი. როდესაც ეკრანთან მიიტანთ თითს, ელექტრული ველს ცვლით თქვენი ხელის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაძლებელია ქაფასითივ სენსორზე რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაკლიკება, მაგრამ არ რეაგირებენ პლასტმასის კალმებზე. (ძირითადად სმარტფონებში ეს ტექნოლოგია გამოიყენება ამჟამად)

ინფრაწითელი – Infrared

ინფრაწითელი სენსორი იყენებს ლედებს და სინათლის დეტექტორ ფოტოუჯრედებს, რომლებიც ეკრანის საწინააღმდეგო მხარეებშია განლაგებული. ლედები ანათებენ ინფრაწითელ სინათლეს ეკრანის წინ –  შეუმჩნეველი ობობის ქსელივით. როდესაც ეხებით ეკრანს გაკრვეულ წერტილში, თქვენ ორ ან რამდენიმე სხივს აყოვნებთ. მიკროჩიპი ეკრანის იგებს სად შეეხეთ, რომელი სხივი შეწყვიტეთ. ელექტრო წიგნების წამკითხველი მოწყობილობები მსგავსად მუშაობს. მუშაობს თითის და კალმის შეხებაზეც.

ზედაპირის აკუსტიკური ტალღა

სენსორი იგებს დაკლიკებას ხმით და არა სინათლით. ულტრასონიკ ხმის ტალღები (მაღალი სიხშირის ადამიანს არ ესმის) ბოლოებში ეკრანის გამოიყოფა და წინდაუკან ზედაპირზე აირეკლება. როდესაც ეხებით ეკრანს ხელს უშლით ხმის ტალღებს ანუ ამ ენერგიის ნაწილს იღებთ. ეკრანის მიკროჩიპი იგებს ეკრანის რა ადგილზე დააკლიკეთ სენსორს.

ველთან ახლოს დაფიქსირება

ძველი ტიპის რადიო სტვენს თუ ახლოს მიუახლოვდებით. რადგანაც თქვენი სხეული ელექტრომაგნიტურ ველზე გავლენას ახდენს ანტენაზე. რაც ახლოს მიხვალთ ეფექტიც მეტია. ახლო ველის სენსორიც მსგავსად მუშაობს, როდესაც ახლოს მიიტანთ თითს ცვლით ელექტრულ ველს ეკრანის ზედაპირზე, რომელიც არეგისტრირებს შეხებას. გათვლილია მძიმე გარემოსთვის, აფიქსირებენ ღილაკების, თითების და ხელთათმანების შეხებას.

კალმები

კალმები ძველი ფორმა იყო თაჩსქრინის ტექნოლოგიის, მუშაობდნენ განსხვავებულად თანამედროვე სენსორებისგან. ელექტრული ნაკადით იქმნებოდა სურათი რომელიც წინდაუკან ასკანირებდა. კალამს ფოტოელექტრული უჯრედი ჰქონდა რომელიც აფიქსირებდა ელექტრულ ნაკადს (სხივს) რომელიც გაუვლიდა და აძლევდა კომპიუტერს კაბელით სიგნალს. ადგილის მიხედვით კომპიუტერი კალმის მიმართულებას ადგენდა. გამოიყენებოდა მენიუს ნივთების არჩევაში და ტექსტის აკრეფისთვის (მაუსის მსგავსად) ან კომპიუტერული გრაფიკის სახატავად.

სენსორული ეკრანების (თაჩსქრინების) უპირატესობა

სენსორული (თაჩსქრინ) ტექნოლოგიის უპირატესობა მისი სიადვილეა ხალსითვის. შეუძლიათ იმ ოდენობის ინფორმაციის წარმოჩენა რაც საჭიროა ადამიანისთვის მისი დავალების შესასრულებლად და არა ზედმეტის, კომპლექსური პრობლემების ადვილი გადაჭრა ხდება სისტემური გზით. ამიტომაა სენსორული ტექნოლოგია საჯარო ინფორმაციის კიოსკებში, ბილეთის მოწყობილობებში, მეტროს სადგურებში, თვითმომსახურების აპარატებში და სხვაგან იქ სადაც ეკრანები და კლავიატურები გამოსაყენებლად პრობლემური იქნებოდა.

ვინ შექმნა სენსორები (თაჩსქრინი)?

ევრიკას მომენტი აქ ვერ მოიპოვება, რადგანაც კომპიუტერები, ავტომობილები და სენსორები მიეკუთვნება ილუსტრირებულ ინოვაციებს. პირველი შეიძლება კალამი ავღნიშნოთ სენსორული, რომელიც ფოტო უჯრედით და კაბელით აფიქსირებდა შეხებას და გამოიყენებოდა გრაფიკების სახატავად ეკრანზე. 1950-იან წლებში შეიქმნა, პროექტი Whirlwind. 60-იან და 70-იან წლებში ადამიანურ კომპიუტერული ურთიერთობის სპეციალისტებისიგან წამოვიდა თაჩსქრინების გამოგონება, მათ შორის დუგლას ენგელბარტი მაუსის შემქმნელი; ივან საზერლენდი კომპიუტერული გრაფიკების და ვირტუალური რეალობის პიონერი და ალან ქი საზერლენდის კოლეგა გრაფიკული ინტერფეისის (GUI)-ს პიონერი. პირველი გადჯეტი, რომელიც თანამედროვე სენსორული ეკრანის მსგავსად მუშაობდა იყო დისკრიმინაციული საკონტაკტო სენსორი და დაპატენტდა 7 ოქტომბერს 1975 წელს ჯორჯ ს. ჰარსთის და ვილიამ ც. ქოუველის მიერ Elographics Inc.-დან თანამედროვე სენსორების მსგავსად ორი ფენა ელექტრული კონდუქტორისგან შედგებოდა დაშორებით, რომელსაც კალმით აწვებოდით. ბევრს სჯერა, რომ სტივ ჯობსის მიერ ეფლის აიფონის 2007 წლის წარმოდგენიდან დაიწყო თაჩსქრინების ერა, მაგრამ თაჩსქრინების მქონე კომპიუტერები უკვე არსებობდა იქამდეც 20 წლით ადრე. პირველი იყო ტაბლეტი Linus Write Top 1987 წელს გამოსული. 5 წლის შემდეგ ეფლმა გამოუშვა აიფონის მსგავსი Newton ხელით სამართავი კომპიუტერი იაპონური კომპანია Sharp Corporation-ის მიერ წარმოებული, რომელიც კალმის მსგავსი სტაილუსით იმართებოდა, მაგრამ კომერციულ წარმატებას ვერასდროს მიაღწია. თაჩსქრინით ხელმოწერა და ინფორმაციის შეყვანა Palm სერიის PDA-ში იყო შესაძლებელი, რომელიც 1990-იან წლებში პოპულარული იყო. აიფონებიდან და აიპადებიდან ელექტრონულ წიგნაკებამდე და ტაბლეტებამდე, ყველა თანამედროვე თაჩსქრინი გადჯეტებს მართებს პიონერი ინვენტორების და მათი მანქანების.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება