- შეკრიბეთ საჭირო ხელსაწყოები
თქვენ დაგჭირდებათ კომპრესირებული ჰაერი და სახრახნისი. გირჩევთ გაწმენდითი სამუშაოები აწარმოოთ ეზოში ან ქუჩაში, რათა მტვრის ოთახში გაფანტვა აიცილოთ თავიდან, ასევე გირჩევთ პირბადე გამოიყენოთ. (თუ კომპრესირებული ჰაერი არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ფენი ცივი ჰაერის რეჟიმით ან უახლოესი ვულკანიზაცია).
2. გათიშეთ კომპიუტერი და გამოაერთეთ ყველა კაბელი
3. გამოაერთეთ ყველა აქსესუარი და პერიფერიული მოწყობილობა (მონიტორი,პრინტერი,მაუსი,კლავიატურა დასხვა.)
4. გადაინაცვლეთ შესაფერის გარემოში
შეგიძლიათ იმავე ადგილას გაწმინდოთ კომპიუტერი, მაგრამ არ არის რეკომენდირებული. საქმე ბინძურია და მტვრით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ვენტილირებული ოთახი კარგი არჩევანი იქნება ან ეზო,აივანი,პადიეზდი.
5. გახსენით თქვენი კომპიუტერი
შესაბამის ადგილზე გადანაცვლების შემდეგ, გახსენით კომპიუტერი, ქეისის ფორმიდან გამომდინარე ყველა მოწყობილობა განსხვავებულად გაიხსნება, მაგრამ მათ უმეტესობას ხრახნი აქვს პანელთან, მოსახსნელად სახრახნისი დაგვჭირდება.
6. მოემზადეთ გასაწმენდად
კომპიუტერის გახნის შემდეგ, გამოიყენეთ კომპრესირებული ჰაერი (ცივ რეჟიმზე ფენი, ვულკანიზაციის აპარატი და სხვა), სურვილისამებრ შეგიძლიათ პირბადის გამოყენება. არ შეეხოთ კომპუტერის შიგთავსს, თუ საჭიროება არ მოითხოვს, რათა სტატიკური ენერგიით პროცესორი ან ოპერატიული მეხსიერება არ დააზიანოთ, თუ მოგიწევთ შეხება იქამდე სტატიკური ენერგიისგან განიმუხტეთ შეეხეთ კომპიუტერის მეტალს.
7. დაიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები
გამოიყენეთ კომპრესირებული ჰაერი შებერეთ შიდა ნაწილში. უკეთესია დაიწყოთ ზედა ნაწილიდან დაბლა რათა მტვერი დაბლა მოგროვდეს. დაიცავით ნორმალური დისტანცია კომპონენტებსა და კომპრესირებული ჰაერის ბალონს შორის.
ეცადეთ არ შეისუნთქოთ მტვერი, თუ კომპიუტერი ძალიან მტვრიანია გაიტანეთ ეზოში,პადიეზდში,აივანზე.
8. გაასუფთავეთ ძირითადი კომპონენტები
დარწმუნდით, რომ ასუფთავებთ ძირითად კომპონენტებსაც, რომელთაგანაც მოდის სითბო, ესენია პროცესორის ქულერი, ვიდეობარათის ქულერი და კვების ბლოკი.
9. გადაამოწმეთ, რომ მტვერი არსად გამოგრჩათ
შეხედეთ შიგნიდან და გარედან და დარწმუნდით, რომ მტვერი არ გამოგრჩათ.
10. გაწმინდეთ სამუშაო ადგილი
სამუშაო ადგილიდან გამომდინარე, მტვერი შეიძლება გაფანტულიყო ოთახში, გამოიყენეთ მტვერსასრუტი და სხვა ხელსაწყოები და დარწმუნდით, რომ სამუშაო ადგილი სუფთაა. არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი კომპიუტერის გასაწმენდად.
11. დახურეთ კომპიუტერი
გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გვერდითა პანელი ჩასვით კომპიუტერში და ხრახნი გადაუჭირეთ, დააბრუნეთ საწყის პოზიციაზე კომპიუტერი და მიაერთეთ ყველა კაბელი. (გაწმინდეთ კომპიუტერის ანლაგების ადგილიც). სუფთა კომპიუტერი იმუშავებს უფრო გრილად და მეტ ხანს მოგემსახურებათ ვიდრე მტვრიანი.
გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი კომპიუტერი გრილად არ მუშაობს ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ბევრი მიზეზით: ცუდი გაგრილების სისტემა,პროცესორის თერმული პასტა შესაცვლელია, ოთახში მაღალი ტემპერატურაა ან არ ნიავდება, კომპიუტერის ქეისის ფორმიდან გამომდინარე და სხვა. გირჩევთ ასევე ქეისის თავსებადობიდან გამომდინარე მაქსიმალურად გამოიყენოთ გარე და შიდა ფენები, რათა ჰაერის ნაკადის მიწოდება და გასვლა ქეისში უკეთესად მოხდეს, ეს სულ რაღაც 10-20 ლარი დაგიჯდებათ. ეცადეთ ასევე კაბელების დალაგებას, რათა კომპიუტერის ქეისში მინიმუმამდე დაიყვანოთ ჰაერის ნაკადის ხელშემშლელი ფაქტორები.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000