თქვენ შეგიძლიათ შემხვედრს ხელი ჩამოართვათ, რადგანაც მისი ხელი მიახლოებით იმავე ზომის და ფორმისაა, როგორიც თქვენი, მაგრამ ძაღლს, თევზს ან სხვა ცხოველს ხელს ვერ ჩამოართმევთ. ყველა ადამიანი მსგავსად მუშაობს და შეთავსებადია ერთმანეთთან იმავე გზებით, საუბრობს იმავე ენაზე და ა.შ. იმავეს ვერ ვიტყვით ჩვენს კომპიუტერებზე და მის პერიფერიულ (გადჯეტებზე, პრინტერებზე, ვებკამერებზე და ფლეშ მეხსიერებებზე). ეს ყოველთვის ასე არ იყო წლების წინ, კომპიუტერები და პერიფერიული მოწყობილობები იყენებდნენ მრავალ დამაკავშირებლებს (კონექტორებს) ერთმანეთთან დასაკავშირებლად. რთული და ხანდახან შეუძლებელიც იყო კონკრეტული კომპიუტერის კონკრეტულ პრინტერთან შეთავსება, ვერ ეთავსებოდა ძველ კომპიუტერს. ახლა ყველა კომპიუტერი და პერიფერია სტანდარტულ კავშირს იყენებენ, რომელსაც USB ჰქვია, ანუ უნივერსალური სერიული დამაკავშირებელი. რა არის უსბ და როგორ მუშაობს ის მოდით ვნახოთ დეტალურად!
USB-ის უპირატესობები
უნივერსალურობა – 20 წლის წინათ, თუ ახალ კომპიუტერს იყიდდით, განსხვავებული კონექტორების (დამაკავშირებლების) სოკეტების ანდა პორტების ბუდეები გქონდათ კომპიუტერში. სერიული პორტები, პარალელ პორტები, ინფრარედის პორტები (უკაბელო დაკავშირებისთვის) და მრავალი სხვა ტიპის პორტები. ბევრმა ნახევარზე მეტის გამოყენება არც იცოდა. თუ გინდოდათ ახალი პერიფერიული ვებკამერის, პრინტერის გამოყენება, დაგჭირდებოდათ გრძელვადიანი ინსტალაციის პროცესი. დრაივერის დაინსტალირება გახდებოდა საჭირო ( რომელიც თქვენს კომპიუტერს ეუბნებოდა თუ რა გაეკეთებინა პერიფერიული მოწყობილობისთვის და როგორ მუშაობდა ის) ამ ყველაფერს დიდი დრო მიჰქონდა. საჭირო იყო კომპიუტერის გადატვირთვა, ინსტალაცია ნელი და შემაწუხებელი იყო. კომპიუტერების მწარმოებლებს სხვადასხვა მოწყობილობების შეთანაწყობებული მუშაობა არ ედარდებოდათ. მიზანი მხოლოდ გაყიდვები იყო, ყველა მწარმოებელი მათი პროდუქციის ერთმანეთთან მუშაობას უზრუნველყოფდა, არა სხვებთან. გახდა საჭირო შეთანაწყობებული მუშაობა, ეგოიზმი დასრულდა. ასე შეიქმნა უსბ სტანდარტი, შეთანხმება მწარმოებლებს შორის კოოპერაციაზე.
მიაერთე და გაუშვი – plug-and-play
USB-ის შემოღებასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. ყველა პერსონალური კომპიუტერი აღჭურვილი იყო უსბ სოკეტით, ყველა პერიფერიული მოწყობილობა უსბ კონექტორით იყო უზრუნველყოფილი. უსბ სოკეტში უსბ მოწყობილობას მიაერთებდით და იცოდით, რომ იმუშავებდა. კომპიუტერი აღიქვამდა მოწყობილობას, იგებდა თუ რას წარმოადგენს მოწყობილობა და ავტომატურად აინსტალირებდა დრაივერს. აღარ იყო საჭირო საათობით ლოდინი კომპიუტერის გადატვირთვა. კომპიუტერი ავტომატურად იგებდა შეერთებული მოწყობილობის შესახებ, შეგეძლოთ ფლაგ ენდ ფლეი ანუ აღქმა მოწყობილობის შეერთებისთანავე ავტომატურად.
USB უფრო სწრაფია
Connection | Transfer speed | In real terms | Speed compared to serial |
---|---|---|---|
Serial | 115 kbits/second. | ~14500 characters, or ~2500 words per second. That’s roughly twice the length of this article. | — |
Parallel | 115 kbytes/second | ~115,000 characters or ~20,000 words per second. That’s about 17 times the length of this article. | 8 times faster |
USB 1.0 | 1.5 Mbits/second (low speed) or 12Mbits/second (full speed). | Low speed: ~187,500 characters or ~31,000 words per second. ~30 times the length of this article.
High speed: ~2.1 million characters or ~350,000 words per second. ~240 times the length of this article. |
13–104 times faster. |
USB 2.0 | 480 Mbits/second. | ~60 million characters or ~10 million words per second. ~9,000 times the length of this article. | 4100 times faster. |
USB 3.0 | 5 Gbits/second. | ~625 million characters or ~60 million words per second. ~54,000 times the length of this article. | 40,000–50,000 times faster. |
USB-C | 10 Gbits/second. | ~1300 million characters or ~120 million words per second. ~100,000 times the length of this article. | 80,000–100,000 times faster. |
ინფორმაციის გარდა USB მოწყობილობებს ასევე ჩაშენებული ჰქონდა 5 ვოლტიანი კვება, რათა დაბალი მოთხოვნების პერიფერიული მოწყობილობები ეკვება. ამის გარდა მეტი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა ერთ კომპიუტერზე ერთდროულად 127 სხვადასხვა USB მოწყობილობის მიერთება შეგეძლოთ.
USB-ის ყველაზე დიდი ფასეულობა მისი სიადვილეა: თქვენს ბებოსაც კი შეუძლია მისი მიერთება და გამოერთება სოკეტიდან და ამისთვის არ არის საჭირო აკადემიური ხარისხი, ადვილია გამოსაყენებლად, ზიანის მიყენება არასწორად შეერთება შეუძლებელია, რამდენიმე მილიონჯერ შეგიძლიათ მისი გამოყენება, მაგრამ პრობლემები მაინც არსებობს USB სრულყოფილი არ არის რადგანაც მაგალითად ბევრ გადჯეტს – ტაბლეტს, ელექტრონული წიგნის წამკითხველს და მობილურ ტელეფონს ყველას თავისი დამტენი ბუდე აქვს, მისი ვოლტაჟით, ახალი USB Type C ახალი სტანდარტია, რომელიც უკვე ინერგება, როგორც კომპიუტერებში ასევე სმარტფონებსა და გადჯეტებში.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000