გამოსადეგი მოწყობილობა, რომელიც ყველას ოჯახშია და გიადვილებთ კომპიუტერის გამოყენებას არის მაუსი. პირველი მაუსი ხისგან იყო დამზადებული და 1961 წელს შეიქმნა. დღეს მაუსები (თაგუნიები,თაგვები,თრექპედები) მილიონობით იყიდება და დღემდე მსგავსად მუშაობენ. მოდით ვნახოთ დეტალურად!
რა არის კომპიუტერული მაუსი?
მაუსი არის ის რასაც დესკტოპზე კურსორის სახით (მანიშნებელი მოწყობილობის) სახით ვხედავთ და ვამოძრავებთ ეკრანზე. მაუსს უწევს იმის გაგება თუ რამდენად ახორციელებთ მოძრაობას ხელის და რა მიმართულებით. ძირითადად არის ორი ტიპის მაუსი, რომლებიც საქმეს განსხვავებულად აკეთებენ, იყენებენ რეზინის ბურთს (ბურთის ტიპის მაუსი) ან ლაზერულ სინათლეს (ოპტიკური მაუსი).
ბურთის ტიპის მაუსი
ტრადიციული მაუსს აქვს რეზინის ბურთი მათ შიგნით. მაგალითისთვის დაშლილი მაუსის სურათს წარმოგიდგენთ სადაც არის:
1. სვიჩი, რომელიც აფიქსირებს მარცხენა მაუსის ღილაკის დაწკაპუნებას (კლიკს).
2. სვიჩი შუა ღილაკისთვის.
3. სვიჩი მარჯვენა ღილაკისთვის.
4. ძველი სტილის კავშირის PS/2 სოკეტი კომპიუტერის.
5. ჩიპი, რომელსაც წინ და უკან გადაჰყავს მაუსის მოძრაობის სიგნალები ანალოგიდან ციფრულზე.
6. X-axis ურთულა მოძრაობს როდესაც მაუსი მარცხნივ ან მარჯვნივ მოძრაობს.
7. Y-axis ბურთულა მოძრაობს როდესაც მაუსი ზევით ან დაბლა მოძრაობს.
8. მძიმე რეზინის ბურთულა
9. ზამბარა აწვება X ან Y axis-ს რათა მოძრაობა დარეგისტრირდეს.
10. ელექტრონული ტრანზისტორი.
11. რეზისტორები.
როგორ მუშაობს ოპტიკური მაუსი
ოპტიკური მაუსი მუშაობს სავსებით განსხვავებით. ის ანათებს სინათლეს მაგიდის ზედაპირზე ლედს, რომელიც მაუსის ქვემო ნაწილშია განთავსებული. სინათლე აირეკლება უკან ფოტოელექტრულ უჯრედზე, რომელიც მაუსის ქვემოთაა დამონტაჟებული, ლედთან ახლოს. ფოტოუჯრედს აქვს ლინზა, რომელიც ადიდებს და აირეკლავს სინათლეს, რომ მაუსმა ზუსტად მოახდინოს რეაქცია ხელის მოძრაობის შესაბამისად. მაუსის ჩიპი იყენებს თქვენი ხელის მოძრაობას და არეკლილი სინათლით ცვლილებებს ახდენს. ზოგ ოპტიკურ მაუსს ორი ლედი აქვს.
ოპტიკური მაუსის შიგნით (როგორ მუშაობს ოპტიკური მაუსი)
ოპტიკური მაუსი უფრო მაღალტექნოლოგიურია, ვიდრე ბურთიანი მაუსი, ის სრულად ელექტრონულია არ აქვს თითქმის არცერთი მოძრავი ნაწილი. მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურება ოპტიკური მაუსი შიგნიდან, მისი კომპონენტები. ყველაზე საინტერესო ნაწილები ცენტრშია:
1. ლედ განათება ქმნის წითელ სინათლეს და ანათებს ჰორიზონტალურად, მაუსის უკანა ნაწილიდან წინა ნაწილში.
2. პლასტიკური ნათურა სინათლეს აძლევს მიმართულებას ლედიდან კუთხით მაგიდაზე.
3. სინათლის დეტეკტორი ჩიპი ზომავს სინათლის არეკვლას მაგიდიდან, აკონვერტებს ანალოგურ მოძრაობებს ხელის ციფრულ სიგნალებში, რომელიც თქვენს კომპიუტერში იგზავნება.
4. სქროლის ბორბალი დამაგრებული სვიჩზე, რომელიც აფიქსირებს, რამდენად ტრიალდება, აწვებით თუ არა მას. როტაცია ფიქსირდება რამდენიმე გზით. პოტენციომეტრით, რადიოს ხმის აწევის მსგავსად. ოპტიკური ენკოდერით, რომელიც ანალოგურ ბორბლის მოძრაობას ციფრულ სიგნალად გარდაქმნის.
5. მიკროსვიჩი აფიქსირებს როდესაც აკლიკებთ მარჯვება მაუსის ღილაკს. მსგავსი სვიჩია მეორე მხარესაც, რომელიც მარცხენა დაკლიკებას ღილაკისას აფიქსირებს.
6.USB კაბელის კავშირი, ციფრულ ინფორმაციას მაუსიდან კომპიუტერში ატარებს.
ვინ შექმნა კომპიუტერული მაუსი?
ამერიკელმა კომპიუტერის მეცნიერმა დუგლას ენგელბარტმა შექმნა მაუსი. ენგელბარტმა 60-იან წლებში X-Y პოზიციის ინდიკატორი შექმნა, სახელი კი კაბელის გამო თაგვის კუდს წააგავდა და მაუსი შეარქვეს.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000