2020 წლის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ჩატარდება ტოკიოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ორგანიზაციული კომიტეტი მოუწოდებს იაპონიის მაცხოვრებლებს და სტუმრებს მოძველებული ან გამოუსადეგარი ელექტრონიკის ჩაბარებას. მეტალები, რომლებიც ტექნიკაშია გამოყენებული იქნება ოლიმპიური მედლების წარმოებაში. კომიტეტი ვარაუდობს, რომ ძველი ელექტროტექნიკიდან 8 ტონა მეტალს მიიღებს (40კგ ოქრო, 4920კგ ვერცხლი და 2944კგ ბრინჯაო) გადამუშავების შემდეგ 2 ტონა გახდება, რომლიდანაც 5000 მედალი დამზადდება ოლიმპიადის მონაწილეებისთვის.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000