უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს. ყოველშემთხვევაში რეკლამისგან დაცული მაინც არ იქნებით. დრო როდესაც საპირფარეშოში გასეირნება იყო ერთადერთი პირადი ცხოვრების ადგილი სულ მალე დასრულდება, ამისთვის კი მცირე ჰოლანდიურ კომპანიას უნდა ვუმადლიდეთ, რომელიც აღჭურვას ახდენს საჯარო საპირფარეშოების (ტუალეტების) “ჭკვიანი” ეკრანებით, რომლებიც მზად არიან რეკლამებით გაგსვარონ, სანამ თქვენ საქმით იქნებით დაკავებულნი. ნერვული სისტემის მოსაკლავად, როლიკები მხოლოდ იმ მომენტში გაეშვება, როდესაც იმ კონკრეტული საქმით იქნებით დაკავებულნკი, რომლისთვისაც ესტუმრეთ საჭირო ოთახს.

ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენება კომპანია Mr. Friendly-იმ (მისტერ მეგობრული) გადაწყვიტა. კომპანია ოფიციალურ ვებ გვერდზე გვთავაზობს უნიკალურ ბიოსაშარდეებს, რომელთაც დიდი სარეკლამო პოტენციალი გააჩნიათ. ტექნოლოგია მართლაც მომგებიანია – საშარდესთან მისვლისთანავე, რომელთანაც გარკვეულ დროს გაატარებთ Mr. Friendly გარანტიას იძლევა, რომ მიიზიდავს 40 წამს ჯელტმენის, რომელიც კარგად გამოდგება სარეკლამო როლიკის დემონსტრირებისთვის.

ვიდეო იქნება ნაჩვენები სპეციალურად საშარდეში ჩაშენებულ დისპლეიზე და გაეშვება, როდესაც მასში ჩაშენებული სენსორი აღმოაჩენს მის წინ ადამიანს, ამის გარდა ჭკვიანი საშარდე ასევე აღჭურვილია ფუნქციით უკაბელო ღრუბლიდან მართვა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მფლობელისთვის მართოს მოშორებიდან სარეკლამო ქონთენთი, რომელიც იქნება ეკრანზე გამოსახული.

კომპანია Mr. Friendly თვლის, რომ ადამიანი ყველაზე გახსნილი ამ მომენტშია რეკლამისთვის, ინფორმაციის მიღებისთვის, ვერ მოახდენს მის იგნორს და მთელი ყურადღება გამახვილებული იქნება კონკრეტულ ტექსტზე, რაც ძალზე იშვიათად ხდება თანამედროვე მსოფლიოში.

 

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება