რა ზეთი ჩავასხა ავტომობილის ძრავში?

0
7006

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
რა ზეთი ჩავასხა ავტომობილის ძრავში? მოგესალმებით დღევანდელი ვიდეო შეეხება საავტომობილო ზეთს ხშირად მესმის ხოლმე კითხვა რომელი ზეთი ჩავასხა, რომელი ბრენდი ჯობია, რომელ ზეთს მირჩევ, ჩემ ავტომობილში რა ზეთი მიდის და ა.შ. პასუხი არც თუ ისე მარტივია მოდით უპირველეს ყოვლისა ორიოდე სიტყვით ავხსნათ რა არის ძრავის ძეთი, რა ფუნქცია აკისრია მას, რას ნიშნავს ციფრები ზეთის შეფუთვაზე და შემდეგ გავიაროთ უკვე ზეთის შერჩევის მეთოდები. რა არის ძრავის ზეთი? ძრავის ზეთის უპირველესი ფუნქცია არის ავტომობილის ძრავის შიდა კომპონენეტების დაზეთვა, მაგრამ გარდა ამისა ასევე ბევრი სხვა ფუნქციაც აკისრია: ძრავის გაგრილება თანაბარი თბო დისტრიბუციით, გასუფთავება ზეთში არსებული გამწმენდი დანამატების დახმარებით, იზოლაციის გაუმჯობესება და კოროზიის (ანუ დაჟანგვითი პროცესის) შემცირება. რომელი ძრავის ზეთი გამოვიყენო ჩემს მანქანაში? ზოგადად რეკომენდირებული ძრავის ზეთის სისქეს/კლასს და სხვა დაშვების მონაცემებს ავტომობილის წიგნში ვნახავთ, რომელიც ასევე ინტერნეტშიც ადვილი მოსაძებნია ჩავწერთ მაგალითად Ford Escape 2007 2.3 user manual-ს, ვნახავთ ძრავის ხუფს სადაც მითითებულია მაგალითად 5W-30 ანდა მოვიძიებთ ავტომობილის ვინ კოდით ზეთის შეძენისას ავტომაღაზიაში. აუცილებელია გავითვალისწინოთ დაშვებები ზოგადად მაგალითისთვის ამერიკულ bmw-ს ავტომობილებს აქვთ დაშვება American Petroleum Institute-ის და მითითებულია API შემოკლებით ასევე არსებობს აპის გარდა ILSAC, JASO და ACEA სტანდარდები სხვადასხვა ქვეყნებისთვის, მაგალითისთვის თუ მყავს 2013 328i რეკომენდირებულია გამოვიყენოთ ზეთი დაშვებით: BMW Longlife-01 და BMW Longlife-01 FE ანუ ზეთის შეძენისას ყურადღებით უნდა ვნახოთ, რომ ეს დაშვებები აქვს. ჰიბრიდის შემთხვევაშიც მაგალითად ტოიოტა პრიუსის შემთხვევაში API დაშვება აქვს SN (S ასო აალებადი ძრავის აღმნიშვნელია N კი უახლესი ზეთის კლასიფიკაციას აღნიშნავს). ზეთის შერჩევა დამოკიდებული იქნება თქვენი ავტომობილის მწარმოებელზე, მოდელზე, ავტომობილის ვარიანტზე და სხვა ფაქტორებზე როგორიცაა მართვის სტილი და ავტომობილის მდგომარეობა. რატომ არის მნიშვნელოვანი ძრავის ზეთის კლასები (დაშვებები)? ყველა ავტომობილის ძრავი იწარმოება და შექმნილია გარკვეული კლასის/სისქის მონაცემების ირგვლივ. ზეთის მონაცემები დაყოფილია მისი განსხვავებული სტრესის გამძლეობის მიხედვით (კუბიკური სანტიმეტრის მოცულობა, DPF, დიზელი, ბენზინი და ა.შ). ამიტომ ძრავის ეფექტიანობის, სიცოცხლისუნარიანობის და წარმადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია იმ ზეთის გამოყენება, რომლის ირგვლივაც შეიქმნა ძრავი. სხვადასხვა მწარმოებლებს გათვალისწინებული აქვთ ძრავების მიხედვით ზეთის კლების ნორმა მაგალითისთვის ვხედავთ ეკრანზე ბმვ-ს სხვადასხვა ძრავებს და ზეთის კლების მაჩვენებელს ამა თუ იმ გარბენზე. გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=/GiorgiLaluashvili https://www.facebook.com/giolaluashviliofficial/ https://instagram.com/g.laluashvili