რა განსხვავებაა Ford Escape 2.3 2007-2008 ჰიბრიდ და Ford Escape 2.5 2009-2012 ჰიბრიდს შორის

0
1167

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
რა განსხვავებაა Ford Escape 2.3 2007-2008 ჰიბრიდ და Ford Escape 2.5 2009-2012 ჰიბრიდს შორის. დღევანდელი ვიდეო ეხება ford escape-ს კონკრეტულად რა განსხვავებებია 2.3 ჰიბრიდსა და 2.5 ჰიბრიდს შორის. ზოგადად ფორდ ესკეიპი 2.3 ჰიბრიდი იწარმოებოდა 2007-2008 წლებში ხოლო 2.5 ჰიბრიდი 2009-2012 წლებში, მათ შორის ვიზუალური სხვაობა თითქმის შეუმჩნეველია ქრომირებულ გრილს და უკანა მარცხენა საბარგულის ფანჯრის ჭრილს და ზოგადად ლიმიტედ ვერსიებში სალონში ქრომის დამატებებს და მგზავრის მხარე სახელურს თუ არ ჩავთვლით. ძირითადი განსხვავებები: ატკინსონის ციკლზე მომუშავე 2.3 135 ცხენისძალიანი დურატეკის ძრავი ჰიბრიდი ვარიატორი კომბინაციით შეანაცვლა შედარებით მეტი ცხენის მქონე დურატეკის 174 ცხენის მქონე 2.5 კუბიკური სანტიმეტრის მქონე ძრავმა. მეტი ცხენი შესაბამისად აჩქარებას 9.5-10 წამის მაგივრად 8.5-9 წამს ანდომებდა. გაიზარდა ჰიბრიდზე მუშაობის მაქსიმალური სიჩქარე 60-65 კმსთ-დან 70-75კმსთ-მდე. 330-volt nickel-metal-hydride ბატარეები საბარგულში, რომელიც 2.3ზე გრილდებოდა ფრეონის და ფანჯრიდან აღებული ჰაერის კომბინაციით, მაგრამ ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა ამ მილის ჩამკეტ გამღები მოწყობილობა (მატორჩიკი) და ფრეონის სისტემა სტანდარტულად საბარგულიდან მხოლოდ ჰაერის გაგრილებით შეიცვალა და აღარ საჭიროებს ბატარეების ჰაერის ფილტრს, რაც ალბათ თანხის დაზოგვასთან იყო კავშირში, რადგანაც ეფექტიანობით ჰაერი ფრეონს ვერ აჯობებდა. ასევე აღსანიშნავია რომ ლიმიტედ 2.5 ჰიბრიდებს 2009-2010 წლიანებს ბევრს სამუხრუჭე სისტემა უკანა აქვს ეგრედწოდებული ბარაბნოი ძველი ტიპის ხოლო 2007-2008 წლის 2.3 ჰიბრიდებს დისკური ტიპის, რაც თანხის დაზოგვის გამო იყო გამოყენებული. 2.5 ჰიბრიდებში შეიძლება ითქვას უკეთესი ac კომპრესორი აყენია რადგანაც ის ელექტროა და საცობებში, ჰიბრიდ რეჟიმში და დაბალ ბრუნებზეც მსგავსად აგრილებს, ხოლო 2.3 ჰიბრიდებში იმდენად ეფექტური საცობში და დაბალ ბრუნებზე არაა, რადგანაც ძრავზეა დამოკიდებული. დილით 2.5 ფორდ ესკეიპ ჰიბრიდი პირდაპირ ელემენტზე იქოქება, მაგრამ ეს ჩემი აზრით ნაკლია რადგანაც 30 დღემდე გაჩერებისას ან ამერიკიდან ჩამოყვანისას ძალიან ხშირია ბატარეის დაჯენის ალბათობა და შემდეგ დაუხტვაც 12 ვოლტიანი აკუმულატორის დახმარებით ვერ ხდება ღილაკით როგორც ეს 2.3 ჰიბრიდშია გათვალისწინებული. 2.5 ჰიბრიდებს ქარხნულად ინტეგრირებული აქვს ბლუთუზი და უსბ პორტის მხარდაჭერა 2.3ს კი ყველას არ აქვს. ძირითადი და მნიშვნელოვანი ცვლილებები ეს იყო თუ რაიმე გამომრჩა შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. #ესკეიპი #ფორდი #ჰიბრიდი გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=/GiorgiLaluashvili https://www.facebook.com/giolaluashviliofficial/ https://instagram.com/g.laluashvili