ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კომპანია HMD Global-მა, რომელმაც ბაზარზე წარმოადგინა Nokia 3, 5 და 6 არ აპირებს მიღწეულ შედეგზე გაჩერებას და წელს აპირებს კიდევ ორი მოდელის Nokia 7-ისა და Nokia 8-ის გამოშვებას. წინასწარი ინფორმაციით ისინი ერთკრისტალურ პლატფორმაზე იქნებიან აგებულნი Qualcomm Snapdragon 660. ორივე მოდელი მეტალის კორპუსით იქნება აღჭურვილი unibody ტექნოლოგიით და თხელი დისპლეით, Nokia 7-ის ეკრანის გარჩევადობა Full HD, ხოლო Nokia 8-ის კი WQHD იქნება. დიაგონალური ზომები 5,5 და 5,7-6,0. სმარტფონებს ექნებათ სწრაფი დატენვის მხარდაჭერის ტექნოლოგია და გაუმჯობესებული დაკტილოსკოპური და კამერის სენსორები შესაძლებელია კარლ ცაისი.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

გახდა ცნობილი, რომ Samsung Electronics-ის აქციებმა გუშინ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, ერთი აქცია 1752,4 დოლარი გახდა. ექსპერტების აზრით სმარტფონ Galaxy S8-ის და Galaxy S8+-ის ანონსმა გამოიწვია კომპანიის აქციების ზრდა.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ბლექბერიმ წარმოადგინა მისი ახალი სმარტფონი და ყველა მისი სიახლე შეგიძლიათ იხილოთ 5 წუთიან ვიდეოში. ახალი სმარტფონი აღჭურვილია Qualcomm’s octa-core Snapdragon 625 პროცესორით, Adreno 506 GPU, 3GB of RAM და 32GB შიდა მეხსიერებით.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია სმარტფონ Nokia 3310-ის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც 26 თებერვალს ბარსელონის მობილურების მსოფლიო კონგრესზე უნდა წარმოადგინონ. ანონიმური წყაროდან ვიცით, რომ ახალი მოწყობილობა ძველისგან განსხვავებული არ იქნება, მაგრამ სხვაობა იქნება მასაში და სისქეში, რაც შემცირდება. მეორე სხვაობა კი დისპლეი იქნება 84 პიქსელიანი ეკრანი, რომელიც ორიგინალ სმარტფონში იყო ხარისხიანი ფერადი დისპლეით ჩანაცვლდება. გაყიდვაში იქნება წითელი, მწვანე და ყვითელი ფერები.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ჭორებს თუ დავუჯერებთ ახალი iPhone 8 აღჭურვილი იქნება სახის ამომცნობი განსაკუთრებული ფუნქციით, ზუსტად დროში სახის ამოცნობის შესაძლებლობით, რომელიც თითის ანაბეჭდს ჩაანაცვლებს. Realface ფუნქცია სახეს 99.67% სიზუსტით აღიქვამს. ვიდეოზე იხილეთ დემო.