ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იაპონელი სპეციალისტები არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციით, არამედ კარგი ფანტაზიითაც გამოირჩევიან, მაგალითად ინჟინერთა ჯგუფმა კომპანია Four Link Systems-იდან წარმოადგინა პირველი მის ტიპში ელექტრო ავტომობილი-ტრანსფორმერი, რომელიც შეიქმნა ცნობილი ანიმეს Gundam-ის მხატვრის კუნიო ოკავარიოს მიერ. Earth-1 გადის საბოლოო გამოცდებს, რის შემდგომაც დაიწყება მასიური წარმოება ელექტრო ავტომობილი-ტრანსფორმერის. ავტომობილის ფასი ამჟამად 70 000 აშშ დოლარია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

უახლესი მილიონ დოლარიანი ჰაიპერქარი McLaren Senna გამოვა სულ 500 ცალი, ჯერ უცნობია 0-100კმ აჩქარება, მაქსიმალური სიჩქარე და ისიც კი თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი, ყველაფერი მომავალ წელს ჟენევის ავტოშოუზე გახდება ცნობილი. მხოლოდ ვიცით ის, რომ P1-ის მსგავსად მძლავრი იქნება – 789 ცხენისძალა 4.0 V8 ძრავი 2,461 ფუნტი წონით. აეროდინამიკის ხარჯზე ეს ავტომობილი ფაქტობრივად მიკრული იქნება გზის ზედაპირზე, ეს იქნება ფანტასტიკური სათამაშო მდიდარი ხალხისთვის ავტოდრომზე გასართობად, ასევე P1-ისგან განსხვავებით ეს ჰიბრიდი არ არის. მანქანას არ აქვს გაგრილება, მანქანა იქნება სარბოლო რეჟიმის ღილაკით აღჭურვილი, რაც მანქანას ადაბლებს და ტრეკისთვის მზად ხდის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჩინურმა კომპანია Alibaba-მ წარმოადგინა საკუთარი ხედვა ავტომობილის ტესტ დრაივისა და შეძენისა თანამედროვე მეგაპოლისში. სავაჭრო ავტომატი ჩინეთში განთავსდება და შესაძლებლობას იძლევა აირჩიო და შეიძინო ლუქს კლასის ავტომობილები. სპეციალური სისტემა ავტომატურად ახდენს მიტანას კონკრეტული სართულიდან პირველი სართულის გაცემის ბოქსამდე. სისტემის მუშაობის პრინციპი ასახულია ვიდეოში.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

სერიული მფრინავი ავტომობილის პიონერი ჰოლანდრიური კომპანია PAL-V International B.V. გახდა მისი სამ ბორბლიანი ორ მოტორიანი (გიროპლანით, გიროკოპტერით). ავტომობილების გზებისთვის მორგებული, აღჭურვილია დამკეცი პროპელერებით და 2 Rotax ძრავით, ერთი 100 ცხენისძალიანი ძრავი გზებზე გადაადგილებისთვის და მეორე 200 ცხენისძალის მქონე ძრავი საფრენად. გზებზე 160კმ/სთ შეუძლია განავითაროს, 0-დან 100კმ/სთ-მდე 9 წამი სჭირდება. მაქსიმალური ფრენის სიმაღლე 3500 მეტრია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 180კმ/სთ.

საშუალო წვა 26 ლიტრი საათში. Liberty-ის მასა 664 კილოგრამია, მაქსიმალური საფრენი მასა კი 910კგ. აპარატის ფასი ევროპაში 499 000 ევროა, აპირებენ უფრო ადვილი ვერსიის Liberty Sport-ის გამოშვებას (299 000 ევრო ღირებულების). ნიმუშის ჩვენებას ჰოლანდიელები უკვე წელს აპირებენ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Atieva წარმატებით ქმნიდა აკუმულატორებს ელექტრომობილებისთვის, შემდგომ კი წარმოადგინა ელექტრო ფურგონი Edna, რომელმაც აჯობა Tesla Model S-ის და სხვა ელექტრო ავტომობილების ბრენდებს. ფურგონის სახელი კომპანიამ შეცვალა Lucid Motors-ით და ახალი ელექტრო ავტომობილის წარმოება დაიწყო, რომელიც ლოს-ანჯელესის გამოფენაზე წარმოადგინეს Lucid Air სახელი მისი 0-დან 100-მდე 2,5 წამში აჩქარების გამო შეირჩა, შეუძლია 1 დატენვით 650 კილომეტრის გავლა. Lucid Air გაყიდვების დაწყებას 2019 წლისთვის აპირებს და საბაზისო პაკეტის ავტომობილის ღირებულება 160 000 დოლარი იქნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Ferrari-იმ წარმოადგინა, მისი ყველაზე სწრაფი და მძლავრი ავტომობილი – სპორტქარი 812 Superfast, რომელიც შეცვლის F12Berlinetta-ს. ძრავი 12 ცილინდრიანი 6,5 ლიტრიანი ცხოველია 800 ცხენისძალით. სუპერქარს სრულად მართვადი შასი აქვს Virtual Short Wheelbase 2.0 და საჭის ელექტრო გამაძლიერებელი EPS (Electric Power Steering).

აჩქარება 0-დან 100კმ/სთ-მდე 2,9 წამს საჭიროებს. მაქსიმალური სიჩქარე 340კმ/სთ, საშუალო წვა 14,9 ლიტრი 100 კილომეტრზე.

მანქანის გაბარიტებია: 4657 × 1971 × 1276, ხოლო წონა 1525კგ. ფერარის ახალი სუპერქარი წარდგება ჟენევის საერთაშორისო ავტოგამოფენაზე 2017 წლის მარტში.