ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Acer ემზადება მისი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის კომერციულ ბაზარზე გასატანად, ვარაუდობს ამ ბიზნესის მომგებიანობის ზრდას 2017 წლის შუა პერიოდიდან. ამის შესახებ Taipei Times გვატყობინებს. ასერის პრეზიდენტი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი კომპანიის შემოსავლის ზრდის ახალი კატალიზატორი გახდება.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ალბათ არასოდეს წახვალთ მარსზე, იცურებთ დელფინებთან ერთად, გაირბენთ ოლიმპიადაზე 100 მეტრს ან იმღერებთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. მაგრამ თუ ვირტუალური რეალობა მის პირობას შეასრულებს, თქვენ ამ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ და უფრო მეტისაც ამისთვის კი სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ. რეალური სამყაროსგან განსხვავებით (სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ), ვირტუალური რეალობა გულისხმობს სიმულაციას ჩვენი სამყაროს ბიტების (ან საერთოდ წარმოსახვით სამყაროს) მაღალი წარმადობის მქონე კომპიუტერების გამოყენებით და სენსორული მოწყობილობების დახმარებით, როგორებიცაა ხელთათმანები და ჩაფხუტები. გარდა თამაშებისა და გასართობი საქმიანობისა, ის გამოიყენებოდა პილოტების საწვრთნელად და მეცნიერებს კომპლექსური პრობლემების დაძლევაში ეხმარება. როგორ მუშაობს ვირტუალური რეალობა? მოდით ვნახოთ უფრო დეტალურად! მეტის ნახვა »

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

რასაც ხალხი კომპიუტერებისგან ითხოვ უფრო პრაგმატულია: ადვილად გამოსაყენებელი ტექნოლოგია, რომელიც გააუმჯობესებს მათ დატვირთულ, ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებას, დაეხმარება მათ იპოვონ ყავის მაღაზია, რათა გაუადვილოს შოფინგი, აპოვნინოს მეგობრები საერთო ინტერესებით. ახლა კომპიუტერები უფრო პატარა და პორტაბელურია ვიდრე არასდროს და თქვენ შეგიძლიათ ონლაინში შესვლა თითქმის ყველა დედამიწის კუთხიდან, ონლაინ ინფორმაციის გამოყენება აუმჯობესებს (აუგმენტირებს) რეალურ ცხოვრებას, სწორედ აუგმენტირებული რეალობისკენ მიისწრაფის ჭკვიანი ფული, როგორც ცნობილია შემდეგი წლების განმავლობაში ამის შესახებ უფრო მეტს შევიტყობთ. მოდით ვნახოთ თუ რას წარმოადგენს ის და როგორ მუშაობს!

მეტის ნახვა »

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

როგორც ვიცით დამატებითი და ვირტუალუნი რეალობა საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან, რეალობითაც და მოწყობილობებითაც, მაგრამ რა მოხდება მათი გაერთიანებით, პირველი ცდები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოზე.

 

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ვირტუალური რეალობას ბევრი კარგი რამ აქვს, მაგრამ ამ ტექნოლოგიას ერთი არასასიამოვნო ეფექტი აქვს, რაც შექანების ეფექტია, როდესაც ადამიანის გონება იკარგება, ვერ ხვდება სინამდვილეში რა ხდება. შეგრძნებით ადამიანი უმოძრაოდ ზის კრესლოში, მაგრამ თვალები ხედავენ, რომ სადღაც მიდის. გონება პანიკაში ვარდება, გონია რომ ორგანიზმი მოიწამლა და ამაზე ფიზიოლოგიური რეაქცია ვლინდება, კერძოდ კი ძლიერი გულისრევის შეგრძნება, ორგანიზმი ცდილობს მომწამლავი ნივთიერებებისგან განთავისუფლდეს. ბრასლეტი Reliefband-ს შეუძლია ეს გულისრევის შეგრძნება მოკლას, რათა თქვენ დატკბეთ ვირტუალური რეალობით. ბრასლეტი გაკეთების შემდეგ მცირე ელექტრო იმპულსებს აწვდის თქვენს სხეულს, შესაძლებელია ამ იმპულსების სიძლიერის დარეგულირება, თავბრუსხვევისდა მიხედვით, ეს იმპუlსები შუა ნერვის გავლით გონების ცენტრამდე აღწევენ, რომელიც გულისრევაზე აგებს პასუხს, არეგულირებს კუჭთან ურთიერთობას და ამცირებს უხერხულ შეგრძნებებს, თავიდან ეს მოწყობილობა შეიქმნა არა მხოლოდ ვირტუალური რეალობისთვის, არამედ მათთვის ვისაც აქანებდა საზღვაო მოგზაურობისას და ტრანსპორტში მსგავსი უხერხული შეგრძნება აწუხებდა.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

დალასის ფედერალურმა სასამართლომ Facebook-ის კუთვნილებაში არსებული კომპანია Oculus დამნაშავედ სცნო ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის სათამაშო კომპანია ZeniMax-ისგან ქურდობაში და დაავალდებულა კომპენსაციის გადახდა 500 მილიონი დოლარის ოდენობით.