ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

უახლესი მილიონ დოლარიანი ჰაიპერქარი McLaren Senna გამოვა სულ 500 ცალი, ჯერ უცნობია 0-100კმ აჩქარება, მაქსიმალური სიჩქარე და ისიც კი თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი, ყველაფერი მომავალ წელს ჟენევის ავტოშოუზე გახდება ცნობილი. მხოლოდ ვიცით ის, რომ P1-ის მსგავსად მძლავრი იქნება – 789 ცხენისძალა 4.0 V8 ძრავი 2,461 ფუნტი წონით. აეროდინამიკის ხარჯზე ეს ავტომობილი ფაქტობრივად მიკრული იქნება გზის ზედაპირზე, ეს იქნება ფანტასტიკური სათამაშო მდიდარი ხალხისთვის ავტოდრომზე გასართობად, ასევე P1-ისგან განსხვავებით ეს ჰიბრიდი არ არის. მანქანას არ აქვს გაგრილება, მანქანა იქნება სარბოლო რეჟიმის ღილაკით აღჭურვილი, რაც მანქანას ადაბლებს და ტრეკისთვის მზად ხდის.