ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Toshiba-ს ზარალის შემდეგ მისი აქციები ძალზე გაიაფდა და მწარმოებელი პრობლემის წინაშე დგას 27 მარტამდე  ბირჟას დატოვებს თუ სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხა. ზარალი 9 თვის ჯამში აპრილიდან დეკემბრამდე 2016 წლის 3,5 მილიარდი დოლარია, სექტემბრის ბოლოსთვის კი ჯამში 7 მილიარდი ჰქონდა უკვე ზარალი, კომპანია მიკროსქემების 20% წარმოების გაყიდვას აპირებს და მთლიანი ნახევრადგამტარი ბიზნესისაც, რადგანაც კომპანიის არსებობა არ არსებობის საკითხზეა საუბარი.

 

 

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში კომპანია ტოშიბა გაფართოებას აპირებდა ფლეშ მეხსიერებების BiCS FLASH წარმოების (NAND 3D-ის მსგავსი), ხოლო2017 წლის იანვრისთვის გამოთქვა აუცილებლობა ნახევრადგამტარი ბიზნესის გაყიდვის. ამის მიზეზი ამერიკული ტოშიბას დანაყოფის შეცდომა გახდა, რომელსაც ატომური ენერგიით უზრუნველყოფა ევალებოდა აშშ-ში. მიუხედავად ამისა დაგეგმილი ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის თებერვალში და 3D NAND ფაბრიკის მშენებლობა არ გაუქმნდა, მშენებლობა 9 თებერვალს დაიწყო, Fab 6-ის სახელით, წარმოება ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა განახორციელოს, რითიც ტოშიბა გეგმავს გაზარდოს ფაბრიკის პროდუქტიულობა, წარმოების ციკლების უკეთესი ორგანიზების ხარჯზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Toshiba-მ პარასკევს დაანონსა, რომ ფლეშ მეხსიერებების წარმოების ბიზნესის მინიმუმ 20%-ის გაყიდვას აპირებს. Toshiba-ს NAND ფლეშ მეხსიერების მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და ეს ბიზნესი კომპანიის მოგების უმსხვილეს წყაროს წარმოადგენს.