ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

The Boring Company-ის აქამდე არ აძლევდა ხელისუფლება ქალაქების და შტატების უფლებას, რომ გაეშენათ გვირაბები, მაგრამ ყინული დაიძრა და პირველი კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია, ლარი ხოგანმა ამერიკის მერილენდის შტატის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი თანამშრომლობს ელონ მასკის The Boring Company-სთან, მან აღნიშნა, რომ ელექტროტრანსპორტის სწრაფი სისტემა მართლაც იქნება გადგმული ბალტიმორსა და ვაშინგტონს შორის, შემდეგ კი შესაძლებელია გაგრძელდეს ნიუ-იორკამდე. სავარაუდოდ The Boring Company-ის მიერ გათხრილი გვირაბები არა მხოლოდ სატრანსპორტო, შემოვლითი იქნება, არამედ ელონ მასკი გეგმავს რამდენიმე ჰაიპერლუფის განთავსებას. იდეის რეალიზების შემთხვევაში გვირაბებს შორის შესაძლებელი იქნება სატვირთო და სამგზავრო კაფსულების გაგზავნა 1100 კილომეტრი საატში სიჩქარით. შარშან SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ საცობებისგან გაცოფებულია და გვირაბების გასათხრელად დააფუძნა კომპანია The Boring Company. ელონ მასკა ასევე განაცხადა, რომ საჯარო ტრანსპორტი ნაგავია და წამებასთან დააკავშირა მით მგზავრობა. თუ მერილენდის გამოცდილება წარმატებული იქნება, კონტრაქტები ჰაიპერლუფის სწრაფი კავშირების განთავსების ასევე მოიწერება სხვა შტატის ადმინისტრაციებშიც.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

შარშან დეკემბერში ელონ მასკმა განაცხადა, რომ გეგმავს გვირაბების გათხრას, რათა გზებზე არსებული საცობების პრობლემა მოაგვაროს. იმ მომენტისთვის ვერ გაიგებდი თუ რამდენად სერიოზულად განაცხადა ეს მილიარდელმა, მაგრამ წინა თვეს ელონ მასკმა ტვიტერით შეგვატყობინა, რომ დაიწყო გათხრითი სამუშაოები 27 იანვრიდან. სატესტო გათხრები SpaceX-ის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში. ტრანშეა 30 ფუტი სიგანის 50 ფუტი სიგრძის და 15 ფუტი სიღრმის იქნება. როგორ იუწყებიან ელონ მასკმა შთაგონება შესაძლოა თამაშ Minecraft-ის ფანატების მიერ შექმნილი ვიდეო რგოლით მიიღო, სადაც გიგანტური Tesla Gigafactory-ს დაწესებულებაა გამოსახული.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Tesla Motors-ი ოფიციალურად უკვე უბარლოდ Tesla გახდა, ძალაში 2017 წლის 1 თებერვლიდან შევიდა ცვლილებები. ჯერ განმარტება არ მიგვიღია თუ რატომ განახორციელა ეს კომპანიამ, ტესლა მოტორსის სახელს 2003 წლიდან ატარებდა, მიუხედავად ამისა ტესლას ოფიციალურ ვებგვერდზე კვლავ ტესლა მოტორსი წერია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Tesla-მ სამხრეთ კალიფორნიაში ლოს-ანჯელესიდან 60 მილით აღმოსავლეთით გაუშვა უმსხვილესი სააკუმულატორო ენერგო საცავი. პროექტი იყენებს სარეზერვო სისტემა Tesla Powerpack 2-ს, რომლის რეალიზებაც მოხდა California Edison (SCE)-ის დახმარებით. ენერგომიწოდების სისტემა რეგიონს პიკური დატვირთვის დროს სტაბილური ენერგიით უზრუნველყოფს. მაირა ლომას ეს ახალი სისტემა 80 მეგავატი საათში მოცულობის, პიკური დატვირთვის დროს შეძლებს 15 000 სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას 4 საათის განმავლობაში ან 2500 სახლის ელექტროენერგიით მთელი დღით უზრუნველყოფას. ახალი კვების სისტემა მოიცავს 400 ცალ Tesla Powerpack 2-ს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

P100D-ის დაემატა ახალი რეჟიმი სახელად Ludicrous+, რომლითაც აჩქარება მილებში 0-60-მდე ხდება 2.4 წამში. DragTimes-მა შეძლო Tesla Model S P100D-ით ოფიციალური შედეგი ეჩვენა 1/4 მილზე სულ რაღაც 10.72 წამი.