ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics-ის ინფორმაციით, კომპანია Apple-მა 2016 წლის 4-ე კვარტლის მონაცემებით სძლია Samsung-ს და სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებელი გახდა. 78,3 და 77,5 მილიონი სმარტფონის მიწოდებით. მთელი წლის მონაცემებით კი ლიდერი Samsung-ია 309,4 მილიონი სმარტფონის მიწოდებით Apple კი 215,4 მილიონი სმარტფონის მიწოდებით, რაც ბაზრის 20,8% და 14,5%-ია. 2015 წელთან შედარებით Samsung-მა 10,3 მილიონი სმარტფონით ნაკლები გაყიდა, ხოლო Apple-მა 16,1 მილიონი მოწყობილობით ნაკლები.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გეიმერული პროდუქციის მწარმოებელი ცნობილი კომპანია RAZER-ი დაიწყებს სმარტფონების გამოშვებას, კომპანიამ შეიძინა nextbit Systems Inc. შეთანხმება 27 იანვარს შედგა. შეთანხმების ფინანსური პირობები ჯერ არ გაუჟღერებიათ, როგორც Razer-მა განაცხადა Nextbit იქნება ავტონომიური დანაყოფი თავისი მენეჯმენტით. Nextbit-მა მისი პირველი სმარტფონი Robin შარშან გამოუშვა, მაგრამ ის პოპულარობით არ სარგებლობდა.