ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

დღევანდელი დღის რუბრიკის “დღის ფოტოს” გმირი გახდა ახალი ფლაგმანი სმარტფონი სამხრეთკორეული კომპანია LG-ის LG G6. მისი ანონსი Mobile World Congress 2017-ზე (MWC) მობილურის მსოფლიო კონგრესზე უნდა მოხდეს თებერვლის ბოლოს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

რამდენიმე ფოტოს გავრცელების შემდეგ ახლა უკვე ინტერნეტში ყველა კუთხიდან გადაღებული LG G6-ის ფოტოები გავრცელდა.

უკანა პანელზე მოწყობილობას ორმაგი ძირითადი კამერა აქვს, ორი განათების დიოდი და დაკტილოსკოპური სენსორი.

მარცხენა მხრიდან ხმის მარეგულირებელი ღილაკებია განთავსებული.

ქვედა ნაწილში ვხედავთ USB Type-C პორტს, დინამიკისა და მიკროფონის ჭრილებს.

ყურსასმენების 3,5მმ-იანი აუდიო ბუდე განლაგებულია სმარტფონის ზედა მარჯვენა ნაწილში.

LG G6-ის ეკრანი დიაგონალზე 5,7 დიუმი უნდა იყოს 1440×2880 პიქსელით, SoC Snapdragon 821 პროცესორით, მტვრისგან და წყლისგან დაცვა IP67 კლასის ან IP68 და ოპერაციულ სისტემა Android 7.0 Nougat-ზე უნდა იმუშავოს. მოწყობილობის ანონსს მობილურების მსოფლიო კონგრესზე MWV 2017-ზე თვის ბოლოს ველით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კორპორაცია Mozilla საბოლოოდ დაემშვიდობა პროექტს და ოპერაციულ სისტემა Firefox-ს, მისი ქვედანაყოფის საბოლოოდ დახურვით. ოპერაციულ სისტემა Firefox-ზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო, 2012 წელს პირველი პროტოტიპი გამოიცა, ხოლო 2013 წელს 2 სმარტფონი გამოვიდა გაყიდვაში. სულ Firefox OS-ზე მომუშავე 18 მოდელი გამოიცა სხვადასხვა მწარმოებლების, როგორებიცაა Alcatel, LG, ZTE, Huawei.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბრაზილიელმა დიზაინერმა ტანდუ ბრანდაომ იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამოსახულია ეფლის ახალი სმარტფონის iPhone 8-ის კონცეპტი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კიდევი ერთი ცნობა ახლა უკვე ფლორიდიდან ცეცხლგაჩენილი iPhone 6 Plus-ის შესახებ. ქალი ყვება, რომ სმარტფონი ლოგინთან ტუმბოზე ედო და მისმა კარგმა ყნოსვამ აგრძნობინა ცეცხლის გაჩენა. მეუღლემ მაისურის გამოყენებით ჩააქრო ცეცხლი. სმარტფონი ორწლინახევრის იყო. ფლორიდაში მსგავსი შემთხვევა კიდევ მოხდა, iPhone 6 Plus-ის ბატარეა გასქელდა და გაანადგურა კორპუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცეცხლი არ გაჩნდა. Apple-ის განცხადებით შემთხვევების გამოძიება მიმდინარეობს. ქალმა დამწვარი სმარტფონის სანაცვლოდ 750$ მიიღო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია HTC ამჟამად კვლავ კიდევ ერთმა ძველმა თანამშრომელმა დატოვა კერძოდ ჯეისონ მაკკენზიმ (Jason Mackenzie), მას გლობალური ვიცე-პრეზიდენტის შემსრულებლის პოსტი ეკავა, ჯამში 12 წელი იმუშავა კომპანია HTC-ში. კომპანიის დატოვების მიზეზი ჯერ უცნობია.