ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Samsung SDI, რომელიც ისედაც ცუდ სიტუაციაში იყო სმარტფონ Galaxy note 7-ის პრობლემების გამო, ახლა ფაბრიკაში გაუჩნდათ ცეცხლი, ჩინეთის ქალაქ ტიანცზინში. იტყობინებიან, რომ ხანძარი უმნიშვნელო იყო და მალევე გაუმკლავდნენ და წარმოებაზე ავარია გავლენას არ იქონიებს, ხანძარი ნარჩენების შემნახველ საწყობში გაჩნდა და არა წარმოების ხაზზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Galaxy S8 სავარაუდოდ აპრილში დაანონსდება, იქამდე კი ინტერნეტში ვრცელდება ფოტოები თუ როგორი იქნება ის, ფოტოებიდან ვხედავთ, რომ სახლის ღილაკი აღარ არის ამის შედეგად ტელეფონის ეკრანი ფარავს სმარტფონის დიდ ნაწილს, ასევე ქვედა ღილაკებიც აღარ გვაქვს, რაც პროგრამულ ღილაკებზე გადასვლას ნიშნავს, კვლავ გვექნება ყურსასმენის ბუდე, S8 აღჭურვილი იქნება USB-C პორტით, რომელსაც სწრაფი დატენვის და ტრანსფერის მაღალი სიჩქარის შესაძლებლობა ექნება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:


სამხრეთ კორეამ ორშაბათს განაცხადა, რომ ლითიუმის ბატარეების დაცულობის სავალდებულო შემოწმებებს და წესებს გააუმჯობესებს, რათა არ განმეორდეს Samsung-ის სმარტფონ Note 7-ის მსგავსად ცეცხლის გაჩენა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Samsung-მა დაიწყო თანამშრომლობა ახალი აკუმულატორების მომწოდებელ კომპანიასთან იაპონიაში, რომლის ბატარეებიც იქნება გამოყენებული ახალ სმარტფონ Galaxy S8-ში. საუბარია კომპანია Murata Manufacturing Company-ზე, რომელმაც შარშან შეიძინა აკუმულატორების წარმოების ბიზნესი სონისგან 167 მილიონ დოლარად. უცნობია იქნება თუ არა ეს კომპანია ერთადერთი აკუმულატორების მომწოდებელი სამსუნგისთვის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Samsung-ი აგზავნის მოსაწვევებს 26 თებერვლის MWC-ზე (მობილურების მსოფლიო კონგრესი). ვარაუდობენ, რომ კომპანია სამსუნგი წარმოადგენს ახალ პლანშეტს Galaxy Tab სერიის S3-ს 9,7 დიუმიანი ეკრანით Qualcomm Snapdragon 820 პროცესორით და 4გბ ოპერატიული მეხსიერებით, წინამორბედი Galaxy Tab S2 2015 წელს გამოვიდა და უნიკალურობას მისი მცირე სისქე წარმოადგენდა.