ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გახდა ცნობილი, რომ Samsung Electronics-ის აქციებმა გუშინ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, ერთი აქცია 1752,4 დოლარი გახდა. ექსპერტების აზრით სმარტფონ Galaxy S8-ის და Galaxy S8+-ის ანონსმა გამოიწვია კომპანიის აქციების ზრდა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ცნობილი ინსაიდერისგან Evan Blass-სგან გავიგეთ, რომ სამსუნგის ფლაგმანური სმარტფონის უფროსი მოდელის სახელი არა Samsung Galaxy S8 Plus არამედ Samsung Galaxy S8+ იქნება რადგან სიტყვა პლიუსი ეფლის სმარტფონებთან ასოცირდება. ორივე ფლაგმანი სმარტფონის მოდელი სამსუნგისგან მომრგვალო დისპლეით იქნება აღჭურვილი კიდეებზე. სწორედ ამიტომ მოდელის სახელში არ ფიგურირებს Edge სიტყვა, მოდელის გამოსვლა ამა წლის აპრილშია დაგეგმილი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Samsung-მა დაიწყო თანამშრომლობა ახალი აკუმულატორების მომწოდებელ კომპანიასთან იაპონიაში, რომლის ბატარეებიც იქნება გამოყენებული ახალ სმარტფონ Galaxy S8-ში. საუბარია კომპანია Murata Manufacturing Company-ზე, რომელმაც შარშან შეიძინა აკუმულატორების წარმოების ბიზნესი სონისგან 167 მილიონ დოლარად. უცნობია იქნება თუ არა ეს კომპანია ერთადერთი აკუმულატორების მომწოდებელი სამსუნგისთვის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Samsung-ი აგზავნის მოსაწვევებს 26 თებერვლის MWC-ზე (მობილურების მსოფლიო კონგრესი). ვარაუდობენ, რომ კომპანია სამსუნგი წარმოადგენს ახალ პლანშეტს Galaxy Tab სერიის S3-ს 9,7 დიუმიანი ეკრანით Qualcomm Snapdragon 820 პროცესორით და 4გბ ოპერატიული მეხსიერებით, წინამორბედი Galaxy Tab S2 2015 წელს გამოვიდა და უნიკალურობას მისი მცირე სისქე წარმოადგენდა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

მიუხედავად Galaxy note 7-ის წარუმატებლობისა Samsung Electronics-მა 2016 წლის 4-ე კვარტალში მოგება ნახა 7,9 ტრილიონი დოლარის სახით, რაც მათ პროგნოზებზე მეტი აღმოჩნდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თუ ბოლო 3 წლის მონაცემებს შევადარებთ. 2016 წლის 4-ე კვარტლის მონაცემებით სამსუნგმა მოახერხა 90 მილიონი სმარტფონის  და 8 მილიონი პლანშეტის გაყიდვა, თუ ამ შედეგებით ვიმსჯელებთ წინა წლის ამ მონაცემებთან შედარებით მცირე ზრდაც კი აღინიშნება.