ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

სამხრეთკორეული კომპანია LG-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნის ჭორები დამტკიცდა სმარტფონისთვის LG G6, ჭორის თანახმად სმარტფონი პერსონალური დამხმარე Amazon Alexa-თი იქნება აღჭურვილი. ახალი გავრცელებული სურათი ნამდვილად ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე მიგვითითებს. უფრო ჭკვიანი და ნაკლებად ხელოვნური ესაა მათი სლოგანი ასევე ნახსენებია ფრაზა პირველად მოწოდებულია LG-ის მიერ, რაც უცნობია რაზე მიგვითითებს ანონსი 26 თებერვალს მობილურების მსოფლიო კონგრესზე მოხდება (MWC 2017).

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

დღევანდელი დღის რუბრიკის “დღის ფოტოს” გმირი გახდა ახალი ფლაგმანი სმარტფონი სამხრეთკორეული კომპანია LG-ის LG G6. მისი ანონსი Mobile World Congress 2017-ზე (MWC) მობილურის მსოფლიო კონგრესზე უნდა მოხდეს თებერვლის ბოლოს.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

რამდენიმე ფოტოს გავრცელების შემდეგ ახლა უკვე ინტერნეტში ყველა კუთხიდან გადაღებული LG G6-ის ფოტოები გავრცელდა.

უკანა პანელზე მოწყობილობას ორმაგი ძირითადი კამერა აქვს, ორი განათების დიოდი და დაკტილოსკოპური სენსორი.

მარცხენა მხრიდან ხმის მარეგულირებელი ღილაკებია განთავსებული.

ქვედა ნაწილში ვხედავთ USB Type-C პორტს, დინამიკისა და მიკროფონის ჭრილებს.

ყურსასმენების 3,5მმ-იანი აუდიო ბუდე განლაგებულია სმარტფონის ზედა მარჯვენა ნაწილში.

LG G6-ის ეკრანი დიაგონალზე 5,7 დიუმი უნდა იყოს 1440×2880 პიქსელით, SoC Snapdragon 821 პროცესორით, მტვრისგან და წყლისგან დაცვა IP67 კლასის ან IP68 და ოპერაციულ სისტემა Android 7.0 Nougat-ზე უნდა იმუშავოს. მოწყობილობის ანონსს მობილურების მსოფლიო კონგრესზე MWV 2017-ზე თვის ბოლოს ველით.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

სმარტფონ  LG G6-ის ანონსი 26 თებერვალს უნდა მოხდეს, მაგრამ უკვე გავრცელდა ფოტოსურათები მოწყობილობის. ფოტოებზე კარგად ჩანს დიდი დისპლეი, სახლის ღილაკი არ გვაქვს წინა პლანზე, მის ადგილას LG-ის ლოგოტიპია გამოსახული, უკანა ნაწილზე ვხედავთ ორ კამერას დიოდის განათებით და დაკტილოსკოპურ სენსორს, ქვედა ნაწილში კი ვხედავთ USB Type C პორტს, დინამიკისა და მიკროფონის ჭრილებს.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

სმარტფონების ერთწლიანი ციკლი სულ მალე იწყება და გავრცელებული ჭორებიც არ წყდება LG G6-სა და Samsung Galaxy S8-ს შორის, მოდით ვნახოთ გავრცელებული ინფორმაციით თუ რას შეიძლება ველოდოთ LG G6-ისგან. მეტის ნახვა »