ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კომპანია HMD Global-მა, რომელმაც ბაზარზე წარმოადგინა Nokia 3, 5 და 6 არ აპირებს მიღწეულ შედეგზე გაჩერებას და წელს აპირებს კიდევ ორი მოდელის Nokia 7-ისა და Nokia 8-ის გამოშვებას. წინასწარი ინფორმაციით ისინი ერთკრისტალურ პლატფორმაზე იქნებიან აგებულნი Qualcomm Snapdragon 660. ორივე მოდელი მეტალის კორპუსით იქნება აღჭურვილი unibody ტექნოლოგიით და თხელი დისპლეით, Nokia 7-ის ეკრანის გარჩევადობა Full HD, ხოლო Nokia 8-ის კი WQHD იქნება. დიაგონალური ზომები 5,5 და 5,7-6,0. სმარტფონებს ექნებათ სწრაფი დატენვის მხარდაჭერის ტექნოლოგია და გაუმჯობესებული დაკტილოსკოპური და კამერის სენსორები შესაძლებელია კარლ ცაისი.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

MWC-ზე (Mobile World Congress 27 თებერვალი – 2 მარტი) ბარსელონაში მოხდება ფლაგმანური სმარტფონის Nokia P1-ის პრეზენტაცია. მისი მონაცემები ჩინური გამოცემა Economic Daily News (EDN)-დან გახდა ცნობილი. ახალი მოწყობილობა HMD Global-ისგან, კომპანია, რომელიც აწარმოებს ტელეფონების გაყიდვას Nokia-ს მარკით. მოდელი Nokia P1 იქნება აღჭურვილი 5,3 დიუმიანი ეკრანით, Qualcomm Snapdragon 835 პროცესორით და 6გბ ოპერატიული მეხსიერებით, 256გბ ჩაშენებული ფლეშ მეხსიერებით. აპარატს უკაბელო დატენვის შესაძლებლობა, წყლისა და მტვრისგან თავდაცვა ექნება.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ტელეფონებისა და სმარტფონების წარმოებას Nokia-ს სახელით ამჟამად აწარმოებს HMD Global, მაგრამ Nokia განაგრძობს მუშაობას სხვა მიმართულებებით, აპირებს შეიძინოს ფინური კომპანია Comptel. Nokia ახალ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობაზე მუშაობს, ცდილობს კონკურენტუნარიანი იყოს ბაზარზე კონკრეტულად კი მობილურ ფართო კავშირის ქსელში 4G. Nokia, Ericsson და Huawei არიან გლობალური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების უმსხვილესი მოთამაშეები. ამჟამად ქსელები 4G ვითარდებიან და სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება მათი ექსპლუატაცია, ასევე ხორციელდება შემდეგი თაობის 5G ქსელის ტესტირებაც. Nokia აპირებს კომპანია Comptel-ის 370 მილიონ დოლარად შეძენას, რაც ახლანდელ საბაზრო ფასზე 30%-ით მეტია. ხელმძღვანელობამ და აქციონერებმა კომპანიის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

BlackBerry-იმ დააანონსა ახალი ტელეფონი ფიზიკური კლავიატურით (Mercury), რომლის დებიუტი მოხდება 25 თებერვალს მობილურების მსოფლიო კონგრესზე, ხოლო 26 თებერვალს Nokia წარმოადგენს მის ახალ სმარტფონს Nokia 6-ს, რომელიც უკვე ჩინეთის ბაზარზე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა Nokia-ს მობილური ბრენდის გამოყენების უფლება მიყიდა  ჩინურ ტექნოლოგიების კომპანიას HMD Global-ს.