ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Google შემდგომი Android-ის ოპერაციული სისტემის შექმნის პროცესშია, რომელსაც სახელად ორეო ერქმევა. მასში იქნება სიახლეები, კონკრეტულად კი კოპირების ფუნქცია, რომელიც მიხვდება თუ მომხმარებელს როდის სურს კონკრეტული აპლიკაციიდან მეორეში კოპირება ობიექტის. ახალი სიახლე იქნება ასევე ეკრანული ჟესტების ამოცნობა, შესაბამისი პროგრამის გამოყენებით, მაგალითად კალედარის გასახსნელად C-ს დაწერა ეკრანზე იქნება საკმარისი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

თითქმის 2,6 მილიონი აპლიკაციაა დღეს Google Play-ზე, რომელთაგანაც სულ მალე ნაწილი წაიშლება. Google ამაზე მიდის რადგანაც მომხმარებელთა მონაცემების შენახვა სურს და მარტის შუა რიცხვებამდე თუ ახალ წესებს არ დაემორჩილებიან მათი პროექტები დაიბლოკება. მომხმარებლები პირად ინფორმაციას გაყიდიან თუ არა მათზე იქნება დამოკიდებული, ბევრი აპლიკაციაა მარკეტზე, რომლებიც დიდი ხანია არ განახლებულან, მაგრამ ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ მაინც გროვდება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გუგლმა კვლავ გადადო ოპერაციული სისტემის Android Wear 2.0-ის გამოშვება, სმარტ საათების განახლებული ოპერაციული სისტემა 2016 წლის დეკემბერში უნდა გამოსულიყო, ხოლო ბოლო ინფორმაციით კი პრეზენტაცია 8 თებერვალს მოხდება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კონსალტინგურმა ფირმა Brand Finance-მა გვაცნობა, რომ Google გახდა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი მსოფლიოში. ინტერნეტ-კორპორაციამ პირველი ადგილი დაიკავა ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის მსოფლიო რეიტინგში, სძლია კომპანია Apple-ს. ბრენდ Google-ის ღირებულება 109,47 მილიარდი დოლარია, ხოლო ეფლის 107,141 მილიარდი დოლარი, ინტერნეტ-რითეილერ Amazon.com-ს მესამე ადგილი ხვდა წილად 106,396 მილიარდი დოლარის ბრენდის ღირებულებით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბრაუზერის Google Chrome-ის ახალი 56-ე ვერსია უფრო სწრაფად ანახლებს გვერდებს, თავსებადია Web Bluetooth API-სთან და უკვე აღარ იყენებს Adobe Flash-ს და უპირატესობას ანიჭებს HTML5-ს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Google Pixel 2 გაუმჯობესებული კამერით, წყალგამძლეობით, განახლებული პროცესორით (Snapdragon 83X-ით) და ბიუჯეტური Pixel-ის ვარიანტით შემუშავების პროცესშია. სავარაუდოდ მათი წარდგენა წლის ბოლოს მოხდება.