ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

BlackBerry-მ ნოკიას უჩივლა სასამართლოში, პატენტების დარღვევაში დაადანაშაულა და დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვს, აშშ-ში. დარღვევები ეხება მობილური ქსელების ბაზისურ სადგურებს, რომლებიც აკონტროლებენ რადიოქსელებს და Liquid Radio-ს პროგრამულ უზრუნველყოფას. საერთო ჯამში 11 პატენტზეა საუბარი. ღირებულება ჯერ უცნობია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბლექბერის სმარტფონი მერკური უნდა დაანონსებულიყო სულ მალე მობილურების მსოფლიო კონგრესზე, მაგრამ მისი მონაცემები უკვე გახდა ცნობილი სენსორული 1620×1080 პიქსელით დისპლეი (დიუმზე 420 პიქსელი) Snapdragon 625 პროცესორი 3gb ოპერატიული მეხსიერება და 32გბ ფლეშ მეხსიერება, 18მპ კამერა და 3400 მილიამპერიანი აკუმულატორი, ოპერაციული სისტემა Android 7.0.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

BlackBerry-იმ დააანონსა ახალი ტელეფონი ფიზიკური კლავიატურით (Mercury), რომლის დებიუტი მოხდება 25 თებერვალს მობილურების მსოფლიო კონგრესზე, ხოლო 26 თებერვალს Nokia წარმოადგენს მის ახალ სმარტფონს Nokia 6-ს, რომელიც უკვე ჩინეთის ბაზარზე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა Nokia-ს მობილური ბრენდის გამოყენების უფლება მიყიდა  ჩინურ ტექნოლოგიების კომპანიას HMD Global-ს.