ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ამერიკულმა კომპანია mPower Technology-მ შეიმუშავა თხელი, დრეკადი და მჩატე მზის ბატარეა, რომელიც შესაძლებელია ადვილად მიაკრათ, მაგალითად დრონზე, ან გადჯეტზე და ამით ნებისმიერი ზედაპირის ფუნქციონალურობა გაზარდოთ. შემუშავებულ ნაწარმს Dragon SCALE ჰქვია. მწარმოებლები აღნიშნავენ მათი პანელის დრეკადობას და ფურცლის მსგავს სისქეს, მათი დამზადება შედარებით იაფია ვიდრე ჩვეულებრივი მზის ბატარეის, ტექნოლოგია იძლევა უფრო საიმედო და ეფექტიან ელემენტს ვიდრე თანამედროვე ანალოგები. გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ ამ პროდუქტით შესაძლებელი იქნება წყლის ტრუბების შეფუთვაც, ხეების და ამით მათ მზის პანელად გადააქცევთ, ან სულაც ავტომობილის სახურავზე, რაც მას უფრო ეკოლოგიურს და თანამედროვეს გახდის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

სმარტფონების მარკეტზე ყველა ხედავდა, რომ მოწყობილობები უფრო დიდი და თხელები ხდებოდნენ, მჩატე და ძლიერი და ჭკვიანდებოდნენ, გსურდათ მოდელის განახლება, მაგრამ განვითარება თითქოს შეწყდა, წამყვანმა კომპანიებმაც არ იციან რითი შეიძლება გააოცონ ლოიალური მომხმარებლები. ბატარეების სწრაფი დატენვა კარგია, მაგრამ ტექნოლოგია, რომელიც გაზრდიდა ელემენტის ხანგრძლივობას ჯერ წლები ვერ განვითარდება, წყალგაუმტარობა და მტვრისგან დაცვა სამომავლოდ ყველა სმარტფონში დაინერგება, თითის, თვალის და სხვა სახის ბიომეტრიული სკანერები კვლავ იარსებებს, ველით ასევე ჩაშენებულ პროექტორებს. კაცობრიობას მოუწევს შეგუება იმასთან, რომ სმარტფონებმა მათი რაციონალური სახის და ფუნქციონალურობის პიკს მიაღწიეს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:


სამხრეთ კორეამ ორშაბათს განაცხადა, რომ ლითიუმის ბატარეების დაცულობის სავალდებულო შემოწმებებს და წესებს გააუმჯობესებს, რათა არ განმეორდეს Samsung-ის სმარტფონ Note 7-ის მსგავსად ცეცხლის გაჩენა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია ეფლმა წარმოადგინა რამდენიმე პატენტი, რომლებიც დაეხმარება მათ მოწყობილობის ავტონომური მუშაობის მინიმუმ 2-ჯერ გაზრდაში. ყველა ჭკვიანი საათის პრობლემა მისი ყოველდღიური დატენვაა, ეფლში ეს პრობლემა მალე მოგვარდება, კომპანიამ ორი მნიშვნელოვანი პატენტი წარმოადგინა: აკუმულატორის გადატანის საათის ქვეშ და ბრასლეტის კონსტრუქციაში გარდა ამისა ინჟინრებმა ასევე აკუმულატორისგან გამოყოფილი სითბოს პრობლემის მოგვარებაც შეძლეს. სხვა დეტალები უცნობია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Samsung-მა დაიწყო თანამშრომლობა ახალი აკუმულატორების მომწოდებელ კომპანიასთან იაპონიაში, რომლის ბატარეებიც იქნება გამოყენებული ახალ სმარტფონ Galaxy S8-ში. საუბარია კომპანია Murata Manufacturing Company-ზე, რომელმაც შარშან შეიძინა აკუმულატორების წარმოების ბიზნესი სონისგან 167 მილიონ დოლარად. უცნობია იქნება თუ არა ეს კომპანია ერთადერთი აკუმულატორების მომწოდებელი სამსუნგისთვის.