ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Apple-მა iPhone 7 და 7 Plus პრეზენტაციის გარდა 2016 წლის სექტემბერში რამდენიმე უკაბელო ყურსასმენი წარმოადგინა, მათ შორის BeatsX, რომლებიც გაყიდვაში შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ გაყიდვები 2-3 თვით შეაყოვნა Apple-მა, ახლა კი ვიღებთ ინფორმაციას, რომ უკვე ამ კვირაში გაყიდვაში გამოვა, BestBuy-ს ვებგვერდზე BeatsX-ის ფასი 150$-ია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გამომცემლობა Times of India იტყობინება, რომ წელს iPhone-ის სმარტფონები გამოვა გაყიდვაში, რომელთაც უკან Made In India ეწერებათ. Apple-მა უფლება მიიღო სმარტფონების წარმოების ქარხნის გახნის ინდოეთის შტატ კარანტაკაში ქალაქ ბანგალორში, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ გამომცემლობის ინფორმაციით წარმოება ივნისში დაიწყება. ქვეყნის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს Apple-თან, რათა ქვეყანაში არა მხოლოდ iPhone-ის, არამედ სხვა მაკომპლექტებელი ნაწილების წარმოებაც მოხდეს, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

 

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კიდევი ერთი ცნობა ახლა უკვე ფლორიდიდან ცეცხლგაჩენილი iPhone 6 Plus-ის შესახებ. ქალი ყვება, რომ სმარტფონი ლოგინთან ტუმბოზე ედო და მისმა კარგმა ყნოსვამ აგრძნობინა ცეცხლის გაჩენა. მეუღლემ მაისურის გამოყენებით ჩააქრო ცეცხლი. სმარტფონი ორწლინახევრის იყო. ფლორიდაში მსგავსი შემთხვევა კიდევ მოხდა, iPhone 6 Plus-ის ბატარეა გასქელდა და გაანადგურა კორპუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცეცხლი არ გაჩნდა. Apple-ის განცხადებით შემთხვევების გამოძიება მიმდინარეობს. ქალმა დამწვარი სმარტფონის სანაცვლოდ 750$ მიიღო.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Apple-მა გუშინ ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა წინა კვარტლის, სადაც სერვისმა Apple Pay-იმ აჩვენა ზრდა, კერძოდ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა წელიწადში გაიზარდა 6-ჯერ, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა კი 3-ჯერ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კონსალტინგურმა ფირმა Brand Finance-მა გვაცნობა, რომ Google გახდა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი მსოფლიოში. ინტერნეტ-კორპორაციამ პირველი ადგილი დაიკავა ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის მსოფლიო რეიტინგში, სძლია კომპანია Apple-ს. ბრენდ Google-ის ღირებულება 109,47 მილიარდი დოლარია, ხოლო ეფლის 107,141 მილიარდი დოლარი, ინტერნეტ-რითეილერ Amazon.com-ს მესამე ადგილი ხვდა წილად 106,396 მილიარდი დოლარის ბრენდის ღირებულებით.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics-ის ინფორმაციით, კომპანია Apple-მა 2016 წლის 4-ე კვარტლის მონაცემებით სძლია Samsung-ს და სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებელი გახდა. 78,3 და 77,5 მილიონი სმარტფონის მიწოდებით. მთელი წლის მონაცემებით კი ლიდერი Samsung-ია 309,4 მილიონი სმარტფონის მიწოდებით Apple კი 215,4 მილიონი სმარტფონის მიწოდებით, რაც ბაზრის 20,8% და 14,5%-ია. 2015 წელთან შედარებით Samsung-მა 10,3 მილიონი სმარტფონით ნაკლები გაყიდა, ხოლო Apple-მა 16,1 მილიონი მოწყობილობით ნაკლები.