ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Apple – ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც Safari ბრაუზერიდან წაშლილ მომხმარებელთა ისტორიას ინახავს. ამის შესახებ დაწერა მის ბლოგზე ElcomSoft-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ეს კომპანია პაროლების და ინფორმაციის აღდგენითაა დაკავებული, მათ შეძლეს iCloud-იდან 1 წლის წინათ წაშლილი ბრაუზერის ისტორიის ამოქაჩვა.

 

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Boston Retail Partners-ის ანალიტიკური შედეგების თანახმად ეფლის ფულადი გადახდის სერვისი Apple Pay გახდა ყველაზე პოპულარული გადახდის სერვისი ამერიკაში. მას ამჟამად 36% სხვადასხვა გამყიდველების იყენებს ამერიკაში, ფეიფალს კი მხოლოდ 34%.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Apple-მა 88,7 ათასი სმარტფონი iPhone 6s გაიწვია აკუმულატორების შესაცვლელად, გაწვევას ექვემდებარება 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ჩინეთში წარმოებული iPhone 6s. მომხმარებლები გადჯეტის ნომრის მიხედვით გაიგებენ ექვემდებარება თუ არა მათი მოწყობილობა გაწვევას.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

შარშან შემოდგომაზე ჭორები გავრცელდა, რომ კომპანია Apple-მა მუშაობა დაიწყო აუგმენტირებული რეალობის სათვალეებზე, რომელიც უსადენო იქნება. ახლა კი ვიგებთ იმის შესახებ, რომ ეფლი მუშაობს ამ პროექტზე Carl Zeiss-თან ერთად. წყარო დარწმუნებულია, რომ ვირტუალურ სათვალეებს წელს ვიხილავთ, ანონსი სავარაუდოდ წელს ზაფხულს შედგება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია ეფლმა წარმოადგინა რამდენიმე პატენტი, რომლებიც დაეხმარება მათ მოწყობილობის ავტონომური მუშაობის მინიმუმ 2-ჯერ გაზრდაში. ყველა ჭკვიანი საათის პრობლემა მისი ყოველდღიური დატენვაა, ეფლში ეს პრობლემა მალე მოგვარდება, კომპანიამ ორი მნიშვნელოვანი პატენტი წარმოადგინა: აკუმულატორის გადატანის საათის ქვეშ და ბრასლეტის კონსტრუქციაში გარდა ამისა ინჟინრებმა ასევე აკუმულატორისგან გამოყოფილი სითბოს პრობლემის მოგვარებაც შეძლეს. სხვა დეტალები უცნობია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ბრაზილიელმა დიზაინერმა ტანდუ ბრანდაომ იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამოსახულია ეფლის ახალი სმარტფონის iPhone 8-ის კონცეპტი.