ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Samsung Display-იმ გააფორმა ახალი კონტრაქტი ეფლთან 60 მილიონ ოლედ ეკრანის მიწოდებასთან დაკავშირებით ჯამური ღირებულებით $4,3 მილიარდი, ეკრანები შემდეგი თაობის აიფონისთვის იქნება განკუთვნილი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ოდესღაც კომპიუტერში რაიმეს გასაკეთებლად საჭრო იყო ბარათების გამოყენება. მას შემდგომ ცვლილებები აშკარაა, ახლა ჩვენ უბრალოთ ვუთითებთ კომპიუტერს მაუსით ან საუბრით ბრძანებებით. ყველაზე ადვილს კი ამ ყველაფერს რევოლუციური თაჩსქრინი ანუ სენსორული ეკრანები გახდის. ეფლის სმარტფონები, ელექტრონული წიგნის რიდერები და მუსიკალური ფლეიერები უკვე ჩვეულებრივ შეხების კონტროლით მუშაობენ და კომპიუტერებიც იწყებენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას. თაჩსქრინები 9სენსორები) ადვილი გამოსაყენებელია, მაგრამ როგორ მუშაობენ თაჩსქრინები? მოდით ვნახოთ დეტალურად!

მეტის ნახვა »

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Fast Company-სგან გავრცელდა iPhone 8-ის რამდენიმე თვისება, ახლა კი DigiTimes-ისგანაც ვიგებთ ეფლის სმარტფონის შესახებ ინფორმაციას, მათზე დაყრდნობით ეფლის სმარტფონს აირის სკანერი ანუ თვალის ფერადი გარსის სკანერი ექნება ჩაშენებული iPhone 8-ში. ეს ინოვაცია ნამდვილად არ იქნება, რადგანაც თვალის სკანერი ჯერ კიდევ Lumia 950-სა და Lumia 950 XL-ზე იყო ხელმისაწვდომი და Note 7-ზეც შარშან, ამ სიახლებ შესაძლებელია აიძულოს ძველი აიფონის მფლობელებს მოწყობილობის განახლება. ირის სკანერი გამოიყენება მოწყობილობაში ან აპლიკაციაში შესასვლელად თითის ანაბეჭდის და პაროლის გამოყენების გარეშე. ამ ჭორებთან ერთად ასევე OLED პანელზეც გავრცელდა ინფორმაცია და უკაბელო დატენვაზეც და iPhone 8-ის ფასიც სავარაუდოდ 1000$ ან მეტი იქნება. ახალ აიფონ 8-ს სექტემბერში უნდა ველოდოთ.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Apple-ის ტექდახმარების ფორუმებზე იმატა განცხადებებმა, რომელშიც iPhone 7-ის მფლობელები შავი მატის ფერის საღებავის უხარუსხობას უჩივიან, ფერი ცვდება ადგილებში და ალუმინის ფერის დანახვაა შესაძლებელი. ჩვეულებრივ ეს ხდება კიდეებზე, დინამიკის ნახვრეტებთან, ლოგოტიპზე და დამცავი კეისების გაოყენებისასაც შეიმჩნევა ეს პრობლემა, რომელიც iPhone 5-ზეც თავის დროზე არსებობდა. სულ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო საღებავმა ცვეთა ზოგთან რამდენიმე კვირაში. ეს პრობლემა ყველაზე მეტად გავრცელებულია iPhone 7 Plus-ის სმარტფონებში. შეცვლის და რემონტის მიზეზი ეს ვერ იქნება, როგორც ეს Apple-ში განაცხადეს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Apple – ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც Safari ბრაუზერიდან წაშლილ მომხმარებელთა ისტორიას ინახავს. ამის შესახებ დაწერა მის ბლოგზე ElcomSoft-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ეს კომპანია პაროლების და ინფორმაციის აღდგენითაა დაკავებული, მათ შეძლეს iCloud-იდან 1 წლის წინათ წაშლილი ბრაუზერის ისტორიის ამოქაჩვა.

 

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Boston Retail Partners-ის ანალიტიკური შედეგების თანახმად ეფლის ფულადი გადახდის სერვისი Apple Pay გახდა ყველაზე პოპულარული გადახდის სერვისი ამერიკაში. მას ამჟამად 36% სხვადასხვა გამყიდველების იყენებს ამერიკაში, ფეიფალს კი მხოლოდ 34%.