ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Amazon-მაც წარმოადგინა 4-ე კვარტლის  და მთლიანი 2016 წლის ფინანსური შედეგები. კვარტლის მოგებამ 43,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 22% ზრდა დაფიქსირდა. ოპერაციული მოგება 13%-ით გაიზარდა და 1,26 მილიარდ დოლარს მიაღწია. სუფთა მოგება 749 მილიონი დოლარი, რაც 55%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. წლის განმავლობაში ამაზონის მოგებამ 136 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად დაფიქსირდა 27%-იანი ზრდა. ოპერაციული მოგება გაიზარდა 2,2 მილიარდიდან 4,2 მილიარდ დოლარამდე. სუფთა მოგება კი 4-ჯერ გაიზარდა და 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კონსალტინგურმა ფირმა Brand Finance-მა გვაცნობა, რომ Google გახდა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი მსოფლიოში. ინტერნეტ-კორპორაციამ პირველი ადგილი დაიკავა ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის მსოფლიო რეიტინგში, სძლია კომპანია Apple-ს. ბრენდ Google-ის ღირებულება 109,47 მილიარდი დოლარია, ხოლო ეფლის 107,141 მილიარდი დოლარი, ინტერნეტ-რითეილერ Amazon.com-ს მესამე ადგილი ხვდა წილად 106,396 მილიარდი დოლარის ბრენდის ღირებულებით.