ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კაცობრიობა იმყოფება საშიშ ხელოვნური ინტელექტის ზეწოლის ქვეშ და უბრალოდ ვალდებულნი არიან განავითარონ კომუნიკაციის შესაძლებლობები მანქანებთან ანდა მზად უნდა იყონ უსარგებლოდ ქცევის რისკის გაწევის განაცხადა ყველას მიერ საყვარელმა მილიარდერმა ინჟინერმა და გამომგონებებლმა ელონ მასკმა.

“მე მგონია, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ შეიძლება ვნახოთ დახლოება და შერწყმა ბიოლოგიური და ციფრული ინტელექტის – ელონ მასკმა განაცხადა World Government Summit-ზე დუბაის საზოგადოებასთან, სადაც ასევე კომპანია ტესლას გაერთიანებული არაბეთის ემირატების ბაზარზე გასვლაზე ისაუბრა. “ეს ყველაფერი გამტარუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული, თქვენს ტვინებს შორის კავშირის სიჩქარეზე, თქვენსა და ციფრული ტვინს შორის”

იდეა ადამიანი-კომპიუტერის სიმბიოზის ახალი არ არის. 57 წლის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგმა და კომპიუტერული სფეროს პიონერმა ჯოსეფ კარლ რობნეტ ლიკლაიდერმა  აღწერა მისი თეორია “კოოპერაციული ურთიერთქმედება ადამიანსა და ელექტრონულ კომპიუტერს შორის”. მისმა დიდებულმა გამჭრიახობამ ძლიერი ზეგავლენა მოახდინა ინჟინრებისა და მეცნიერების მთელს თაობებზე.

“მაღალგამტარუნარიან ინტერფეისების გამოყენებით ტვინთან დაკავშირება და ადამიანთან სიმბიოზში შესვლა მანქანების ინტელექტთან შესაძლებელია გადაჭრის, მათზე კონტროლის ჩვენს შიშს და ჩვენს გამოუსადეგარობად ქცევას” – განაცხადა სფეის ექსის და ტესლას პრეზიდენტმა ელონ მასკმა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

სამხრეთკორეული კომპანია LG-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნის ჭორები დამტკიცდა სმარტფონისთვის LG G6, ჭორის თანახმად სმარტფონი პერსონალური დამხმარე Amazon Alexa-თი იქნება აღჭურვილი. ახალი გავრცელებული სურათი ნამდვილად ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე მიგვითითებს. უფრო ჭკვიანი და ნაკლებად ხელოვნური ესაა მათი სლოგანი ასევე ნახსენებია ფრაზა პირველად მოწოდებულია LG-ის მიერ, რაც უცნობია რაზე მიგვითითებს ანონსი 26 თებერვალს მობილურების მსოფლიო კონგრესზე მოხდება (MWC 2017).

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში კომპანია ტოშიბა გაფართოებას აპირებდა ფლეშ მეხსიერებების BiCS FLASH წარმოების (NAND 3D-ის მსგავსი), ხოლო2017 წლის იანვრისთვის გამოთქვა აუცილებლობა ნახევრადგამტარი ბიზნესის გაყიდვის. ამის მიზეზი ამერიკული ტოშიბას დანაყოფის შეცდომა გახდა, რომელსაც ატომური ენერგიით უზრუნველყოფა ევალებოდა აშშ-ში. მიუხედავად ამისა დაგეგმილი ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის თებერვალში და 3D NAND ფაბრიკის მშენებლობა არ გაუქმნდა, მშენებლობა 9 თებერვალს დაიწყო, Fab 6-ის სახელით, წარმოება ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა განახორციელოს, რითიც ტოშიბა გეგმავს გაზარდოს ფაბრიკის პროდუქტიულობა, წარმოების ციკლების უკეთესი ორგანიზების ხარჯზე.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Google Brain-ის გუნდმა შექმნა ნეიტრონების ბაზაზე სისტემა, რომელსაც შეუძლია დაბალი ხარისხის სურათისთვის დეტალების შემატება და საერთო ჯამში ხარისხის გაუმჯობესება, პირველი ნეირონული ქსელი ადარებს მსგავს სურათებთან, მეორე ქსელი უფრო დეტალური სურათის მოდელირებას ახდენს, პირველი ქსელიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და მაქსიმალურად რეალური შედეგის მიღწევას ცდილობს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Acer ემზადება მისი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის კომერციულ ბაზარზე გასატანად, ვარაუდობს ამ ბიზნესის მომგებიანობის ზრდას 2017 წლის შუა პერიოდიდან. ამის შესახებ Taipei Times გვატყობინებს. ასერის პრეზიდენტი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი კომპანიის შემოსავლის ზრდის ახალი კატალიზატორი გახდება.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იტალირმა კონცერნმა Piaggio-მ, რომელიც მოტოროლერებსა და მოპედ Vespa-ს აწარმოებს, წარმოადგინა მათი ახალი გამოგონება რობოტი Gita. ამ მრგვალ რობოტს შეუძლია ორიენტირება სივრცეში და მის მფლობელს ეხმარება მძიმე ბარგის გადატანაში.

გარედან რობოტი წააგავს თვითმავალ ბარაბანს ან გიგანტურ იო-იოს. გამოიყურება საკმაოდ სტილისტურად, შეუძლია 18 კილოგრამამდე ტვირთის აწევა და მფლობელის მიყოლა, დიამეტრი 66 სანტიმეტრია, მაქსიმალური სიჩქარე 35 კილომეტრი საათში, მაგრამ თუ ტვირთი გადააქვს მაშინ ნელა მიყვება მის მფლობელს.

რობოტი აღჭურვილია SLAM (Simultaneous Localization and Mapping) სისტემით, რომელიც სამგანზომილებიან რუკას ქმნის მოძრაობის პროცესში. მფლობელის ამოსაცნობად ქუჩაში კი საჭიროა სპეციალური თეთრი ქამრის გაეთება, რომელზეც Gita ორიენტირებას აკეთებს.