ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კომპანია Fitbit-მა დაანონსა ახალი ჭკვიანი ბრასლეტი Alta HR, რომელიც განკუთვნილია მფლობელის ორგანიზმის ფიზიკური აქტივობის და სიცოცხლისუნარიანობის ინფორმაციის საჩვენებლად. გადჯეტს აქვს შესაბამისი სენსორები, რომელთა დახმარებითაც განვლილ მანძილს, გადადგმულ ნაბიჯებს, დამწვარ კალორიებს და სხვა მაჩვენებლებს აჩვენებს. გაუმჯობესებულია გულის ცემის სენსორი და ძილის ფაზის ჩვენება. ახალი ფიტნეს ბრასლეტის შეძენა შესაძლებელია 150 დოლარად. Fitbit უმსხვილესი ტარებადი მოწყობილობების მოთამაშეა, შარშან მოახდინა 22,5 მილიონი გადჯეტის რეალიზაცია. 2016 წელს კომპანიამ 102,4 მილიონი ტარებადი გადჯეტი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით მსგავს მოწყობილობებზე მოთხოვნა გაიზარდა 25%-ით.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Jawbone-მა ფიტნეს ტრეკერების გამოშვება შეწყვიტა და უფრო შემოსავლიანი, საავადმყოფოებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებისთვის პროდუქციის შექმნაზე გააკეთა ფოკუსირება. კომპანიამ მოაგროვა $951 მილიონი მსხვილი ინვესტორებისგან, როგორებიცაა Andreessen Horowitz, Sequoia, Kleiner Perkins, JP Morgan, Mayfield და Khosla. ნაწილი დახარჯულია, რადგანაც ფიტნეს ტრეკერებით მოგების მიღება კომპანიას უჭირს, ბაზარზე ვარდნაა დაფიქსირებული ფიტნეს ტრეკერების სეგმენტში დაახლოებით 40%-იანი, რაც Fitbit-სა და Pebble-ზეც აისახა. კომპანია Jawbone-ის გადარჩენის გზა სამედიცინო და ჯანდაცვის მხარეა სადაც მოწყობილობებზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Xiaomi-ს უახლესი ფიტნეს ტრეკერს Mi Band 2-ს მცირე დიზაინის ხარვეზი აქვს, იგი შავკანიანებზე არ მუშაობს. Fitbit-ის ბიუჯეტური ვერსია Xiaomi-სგან Mi Band 2-ს შეუძლია მომხმარებლის ინფორმაციის ჩაწერა, თუ რა თქმა უნდა თქვენ შავკანიანი არ ხართ. გამოშვების დღიდან უფრო მუქი კანის მქონე მომხმარებლები უჩიოდნენ მოწყობილობას, კერძოდ კი გულის ცემის აღქმის პრობლემეს. სულ რაღაც $20-ის ღირებულების მქონე ფიტნეს ტრეკერისგან მეტს არც უნდა მოელოდე.