ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

წარმოგიდგენთ ჩემს მიერ გაკეთებულ პრეზენტაციას ტესლა მოტორსის შესახებ (ახლა უკვე ტესლა), რომელშიც განხილულია ამბიციური რევოლუციონერი ელონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანია ტესლა, მიმოხილულია, როგორც კომპანია ტესლას ისტორია ასევე ელონ მასკის ბიოგრაფია, გაანალიზებულია საავტომობილო ინდუსტრიის მომავალი ტენდენციები,, კომპანიის მისია, ხედვა, სლოგანი, ლოგო, გეგმა, გამოვლენილია კომპანიის უნიკალურობის ფაქტორები, განხილულია კომპანია ტესლას ელექტრო ავტომობილები არსებული და სამომავლო მოდელები, შედარებულია არსებული მოდელების სხვადასხვა პაკეტების ფასები, გაკეთებულია კომპანიის სვოტ ანალიზი, ასევე კომპანიის 4პ მარკეტინგ მიქსია წარმოდგენილი, სტრატეგიული გეგმა კომპანია ტესლასი და არსებული პრობლემები, მისი მეტოქე კონკურენტი კომპანიები და გაყიდვების წილი ბაზარზე, ელექტრო ავტომობილების ბაზრის წილი, ავტოინდუსტრიის სამომავლო ხედვა, ხუთი ძალის ანალიზი, კონკურენტული გარემო, ტესლას შენარჩუნებადობა, ამ კომპანიის უნიკალური დისტრიბუციის მოდელი, მისი მაღაზიები და გალერიები მსოფლიოს მასშტაბით, როგორ ხდება მომხმარებლის ცოდნის ამაღლება, კონფიგურირება მანქანის, მისი შეძენა და ადგილზე მიტანა, ონლაინ გაყიდვები, ტესლას მობილური აპლიკაციები ანდროიდზე და ეფლის პლათფორმაზე, ტესლას ქსელები ამერიკაში და სუპერჩარჯერები, ტესლას ქსელები ევროპაში და სუპერჩარჯერები, ახლანდელი განსხვავებები კომპანია ტესლასა და მის კონკურენტებს შორის, კონკურენტული უპირატესობაები, კონკურენტული ნაკლი, სამომავლო ტესლას მოდელები და პროტოტიები, ტესლას სატვირთო ელექტრო ავტომობილი და სხვა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Tesla Motors-ი ოფიციალურად უკვე უბარლოდ Tesla გახდა, ძალაში 2017 წლის 1 თებერვლიდან შევიდა ცვლილებები. ჯერ განმარტება არ მიგვიღია თუ რატომ განახორციელა ეს კომპანიამ, ტესლა მოტორსის სახელს 2003 წლიდან ატარებდა, მიუხედავად ამისა ტესლას ოფიციალურ ვებგვერდზე კვლავ ტესლა მოტორსი წერია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კომპანია Tesla-მ სამხრეთ კალიფორნიაში ლოს-ანჯელესიდან 60 მილით აღმოსავლეთით გაუშვა უმსხვილესი სააკუმულატორო ენერგო საცავი. პროექტი იყენებს სარეზერვო სისტემა Tesla Powerpack 2-ს, რომლის რეალიზებაც მოხდა California Edison (SCE)-ის დახმარებით. ენერგომიწოდების სისტემა რეგიონს პიკური დატვირთვის დროს სტაბილური ენერგიით უზრუნველყოფს. მაირა ლომას ეს ახალი სისტემა 80 მეგავატი საათში მოცულობის, პიკური დატვირთვის დროს შეძლებს 15 000 სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას 4 საათის განმავლობაში ან 2500 სახლის ელექტროენერგიით მთელი დღით უზრუნველყოფას. ახალი კვების სისტემა მოიცავს 400 ცალ Tesla Powerpack 2-ს.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

P100D-ის დაემატა ახალი რეჟიმი სახელად Ludicrous+, რომლითაც აჩქარება მილებში 0-60-მდე ხდება 2.4 წამში. DragTimes-მა შეძლო Tesla Model S P100D-ით ოფიციალური შედეგი ეჩვენა 1/4 მილზე სულ რაღაც 10.72 წამი.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Alex Venz-ის მიერ ატვირთული ვიდეო, რომელიც Tesla Model S-ის მფლობელია და 1 დღე გაატარა Chevrolet-ის ელექტრო ავტომობილ Chevy Bolt-თან.