ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

კომპანია Atieva წარმატებით ქმნიდა აკუმულატორებს ელექტრომობილებისთვის, შემდგომ კი წარმოადგინა ელექტრო ფურგონი Edna, რომელმაც აჯობა Tesla Model S-ის და სხვა ელექტრო ავტომობილების ბრენდებს. ფურგონის სახელი კომპანიამ შეცვალა Lucid Motors-ით და ახალი ელექტრო ავტომობილის წარმოება დაიწყო, რომელიც ლოს-ანჯელესის გამოფენაზე წარმოადგინეს Lucid Air სახელი მისი 0-დან 100-მდე 2,5 წამში აჩქარების გამო შეირჩა, შეუძლია 1 დატენვით 650 კილომეტრის გავლა. Lucid Air გაყიდვების დაწყებას 2019 წლისთვის აპირებს და საბაზისო პაკეტის ავტომობილის ღირებულება 160 000 დოლარი იქნება.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

ბიუჯეტური მოდელ 3-ის წარმოებას კომპანია ტესლა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აპირებდა, ინჰაბიტიტის საიტზე ინფორმაციას თუ დავუჯერებთ მისი წარმოება თვის ბოლოს თებერვალში დაიწყება, ეს სერიულ წარმოებას არ ნიშნავს ჯერ მხოლოდ გამოფენებისთვის და ტესტ დრაივისთვის წარმოება იგეგმება, შეფასდება კონსტრუქციის სიმაგრე და რეალურ პირობებშ მოხდება ტესტირება, კონვეირსე გამოსვლის ვადები ჯერ უცნობია, წარმოება კალიფორნიის ტესლას ქარხანაში დაიწყება.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Tesla Model S P100DL-მა სერიულ ავტომობილებს შორის 0-დან 100 კმსთ-მდე ყველაზე სწრაფი მაჩვენებელი აჩვენა და რეკორდი დაამყარა 2.28 წამი მაჩვენებლით. ის პორშე 911- ტურბო ს-ზე, ლამბორჯინი ავენტადორ ლპ-750-4 სვ-ზე, ნისან გტრ ტრეკ პაკზე, აუდი რ8 ვ10 პლუს-ზე, ფერარი ლაფერარიზე, მაკლარენ პ1-ზე და პორშე 918 სპაიდერზე სწრაფია. ტესტი მოტორ ტრენდ ჟურნალმა ჩაატარა, ვარაუდობდნენ 2.4 წამს, მაგრამ შედეგი კიდევ უკეთესი აღმოჩნდა ლუდიკრუს რეჟიმით და ასევე დაფიქსირდა 0-დან 30 მილ საათამდე საუკეთესო შედეგიც 0.87 წამი მაჩვენებლით, ელონ მასკის თქმით რამდენიმე ასეულ წამს მოიგებდნენ  მატის და საბარგულის ზედაპირის მოხსნით.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

შარშან დეკემბერში ელონ მასკმა განაცხადა, რომ გეგმავს გვირაბების გათხრას, რათა გზებზე არსებული საცობების პრობლემა მოაგვაროს. იმ მომენტისთვის ვერ გაიგებდი თუ რამდენად სერიოზულად განაცხადა ეს მილიარდელმა, მაგრამ წინა თვეს ელონ მასკმა ტვიტერით შეგვატყობინა, რომ დაიწყო გათხრითი სამუშაოები 27 იანვრიდან. სატესტო გათხრები SpaceX-ის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში. ტრანშეა 30 ფუტი სიგანის 50 ფუტი სიგრძის და 15 ფუტი სიღრმის იქნება. როგორ იუწყებიან ელონ მასკმა შთაგონება შესაძლოა თამაშ Minecraft-ის ფანატების მიერ შექმნილი ვიდეო რგოლით მიიღო, სადაც გიგანტური Tesla Gigafactory-ს დაწესებულებაა გამოსახული.

ავტორი: GEORGEGeek, თარიღი:

Tesla Motors-ი ოფიციალურად უკვე უბარლოდ Tesla გახდა, ძალაში 2017 წლის 1 თებერვლიდან შევიდა ცვლილებები. ჯერ განმარტება არ მიგვიღია თუ რატომ განახორციელა ეს კომპანიამ, ტესლა მოტორსის სახელს 2003 წლიდან ატარებდა, მიუხედავად ამისა ტესლას ოფიციალურ ვებგვერდზე კვლავ ტესლა მოტორსი წერია.