ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

კორპორაცია Sony-მ წარმოადგინა UHS-II SD ოჯახის SF-G სერიის ფლეშ მეხსიერებები – ამ კატეგორიაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი. განცხადებული სიჩქარე ჩაწერია 299 მბ/წამში, ხოლო წაკითხვის სიჩქარე 300 მბ/წამში. ბარათები გათვლილია მაღალი გარჩევადობის ფოტოგადაღებებისთვის და ასევე 4K/UHD ვიდეო მატერიალის ჩაწერისთვის. SF-G სერიები მოიცავენ 32, 64 და 128გბ მოცულობის ბარათებს. წყალგამძლე, საიმედო და სტატიკური მუხტის გამძლე/ გაყიდვაში აპრილიდან შემოვა, ფასი ჯერ უცნობია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

იაპონური კომპანია Sony კამერების მოდულების წარმოებაში სმარტფონებისთვის ლიდერია, როგორც ბიუჯეტურ ისე ფლაგმანურ სმარტფონების სეგმენტში. სონიმ დაამტკიცა მისი სტატუსი ახალი მობილურის კამერის სენსორის წარმოდგენით, რომელსაც შეუძლია სურათების უფრო სწრაფად გადაღება და ვიდეოების 1000 კადრ წამში ჩაწერა. Cmos სენსორები 2 ფენისგან შედგებოდა სურათის და სქემის სენსორისგან, სიგნალების დასამუშავებლად. ახალი Cmos სენსორი სონისგან 21,2მპ მესამე ფენით გამოირჩევა, კერძოდ 1გბ ოპერატიული მეხსიერებით, რომლის დახმარებითაც სენსორს შეუძლია 19,3მპ გაფართოების კადრის 1/120 წამში გადაღება, ახლანდელები კი 1/30 წამში იღებენ, ანუ ახალი სენსორი უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს სურათების, მოძრავი ობიექტის გადაღებისას. ახალი სონის სენსორი კონკურენტებს სჯობნის ასევე შენელებული ვიდეოს გადაღებაში მას FullHD ვიდეოს გადაღება 1000 კადრით წამში შეუძლია, ახლანდელებს კი მხოლოდ 240. ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ სენსორის დემონსტრაცია.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Sony-იმ შეაჯამა ფინანსური კვარტალი წარმატებული PS4-ის გაყიდვებით. ბოლო 3 თვეში მათ შეძლეს 9,7 მილიონი კონსოლის გაყიდვა, ამავე პერიოდში შარშან 8,4 მილიონი. საერთო შემოსავალი კომპანიის დაეცა 7%-ით, ახლა შეადგენს 20 მილიარდ დოლარს. შემცირდა ოპერაციული შემოსავალიც 55%-ით. სუფთა მოგემა 6-ჯერ შემცირდა და 174 მილიონი დოლარი შეადგინა, მომგებიანი საბოლოო ჯამში მხოლოდ Game & Network Services ქვედანაყოფი აღმოჩნდა. Sony Pictures-მა კიმხოლოდ 169 მილიონი დოლარი მოიტანა.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

Samsung-მა დაიწყო თანამშრომლობა ახალი აკუმულატორების მომწოდებელ კომპანიასთან იაპონიაში, რომლის ბატარეებიც იქნება გამოყენებული ახალ სმარტფონ Galaxy S8-ში. საუბარია კომპანია Murata Manufacturing Company-ზე, რომელმაც შარშან შეიძინა აკუმულატორების წარმოების ბიზნესი სონისგან 167 მილიონ დოლარად. უცნობია იქნება თუ არა ეს კომპანია ერთადერთი აკუმულატორების მომწოდებელი სამსუნგისთვის.

ავტორი: Giorgi Laluashvili, თარიღი:

გახსოვთ ის წლები როდესაც გეგონათ, რომ ყველაფერი 3D იქნებოდა? თამაშები 3D?  ეს პერიოდი დასრულდა, LG და Sony 3D ტექნოლოგიას თავიანთ უახლეს ტელევიზორებში აღარ იყენებენ. მეტის ნახვა »